თარგმანი: ვითარცა მფრინველი ფრთე-მალე, ესრეთ მიმოჰვლის პავლე ნუგეშინის-ცემად ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა განამტკიცნეს იგინი სარწმუნოებასა ზედა, და სადა საჴმარ იყოს, დაიყოვნებს, ხოლო სადა შფოთი აღუტყდეს, ჟამ ერთ მიჰრიდებს, რაჲთა ჩუენ გუასწავოს არა-შთაგდებაჲ თავთა ჩუენთაჲ განსაცდელთა შინა, არამედ კაცობრივითაცა ღონითა კრძალვაჲ მათგან შეწევნასავე თანა ღმრთისისა ესრეთ უკუე ზედა-მიწევნით აღმწერელი თხრობისაჲ ამის ლუკა მოწაფეთაცა პავლეს თანა მავალთა სახელებსა მოიჴსენებს. და რომელნი შეუსწავებელ იყვნეს, მათი ადგილებიცა თქუა, ვითარმედ არისტარხოს და სეკუნდოს თესალონიკელ იყვნეს და გაიოს —დერბით, სოსიპატრე — ბერჳით და ტჳქიკოს და ტროფიმოს —ასიით, ხოლო ტიმოთესი, ვითარცა ყოველთა მიერ შესწავებულისაჲ, სახელისა ოდენ კმა-იყო მოჴსენებაჲ, და ამას შეუდგენს, ვითარ სხუანი ესე ყოველნი წინა წარავლინნა მოციქულმან, რაჲთა ელოდინ მათ ტროადას შინა, ხოლო ლუკა მის თანა დაიყენა ფილიპიას ვიდრე მუნ გარდაჴდადმდე დღესასწაულსა პასექისასა, რამეთუ ესე ჩუეულებად აქუნდა მოციქულთა, რომელ, უკუეთუ ოდესმე ვერ მიეწიფნიან იერუსალემს ქმნად დღესასწაულსა აღვსებისასა, პატივად დღესასწაულისა...
მოციქულთა საქმეები 20:4
3. სამი თვე დაჰყო იქ და სირიაში ხომალდით გამგზავრება რომ დააპირა, იუდეველებმა შეთქმულება მოუწყვეს; ამიტომაც გადაწყვიტა, მაკედონიის გავლით დაბრუნებულიყო.4. ასიამდე თან ახლდნენ სოპატრე ბეროელი, თესალონიკელთაგან - არისტარქე და სეკუნდუსი, გაიუს დერბელი და ტიმოთე, ასიელები - ტიქიკე და ტროფიმე,5. რომლებმაც წინ გაგვისწრეს და ტროაში გველოდნენ.
მოციქულთა საქმეები თავი 20