თარგმანი : შეიშურვა ეშმაკმან გულსმოდგინებაჲ იგი მსმენელთაჲ და ინება შეწუხებაჲ მათი სიკუდილითა ევტჳქისითა, ხოლო სახიერმან ღმერთმან პავლეს მიერ დაჰჴსნა ღონე სივერაგეთა მისთაჲ და აღადგინა ჭაბუკი იგი ესოდენ მოსწრაფედ მსმენელი საღმრთოთა სიტყუათაჲ, რომელ ვერცაღა ძილისა მძლავრებასა წარეყვანა იგი დაწოლად, და მუნვე ჰბრძოდა იგი ძილსა. ხოლო იმძლავრა ძილისაგან არა უდებებითა, არამედ ფრიად განგრძობითა პავლეს სიტყუათაჲთა. გარნა შენ იხილე სიმდაბლე პავლეს გონებისაჲ, რამეთუ რომლისაჲ-იგი სული განსრული კუალად-აგო და აღადგინა სიკუდილისაგან, ამის ზედა ქმნილსა სასწაულსა თჳსსა ჰფარვიდა სიტყჳთა ამით, რაჟამს თქუა არა ვითარმედ "მე აღვადგინო მკუდრეთით", არამედ — "სული მისი მის თანა არსო". ესრეთ აღადგინა რაჲ იგი, მაშინღა აღვიდა და ჭამა პური, რამეთუ ვიდრე მუნ ჟამამდე უცალო იყო სწავლისაგან მათისა, რომელნი ჭამდეს, და მცირედ რაჲ პირიჴსნა, კუალად განაგრძო სწავლაჲ ვიდრე განთენებამდე, რამეთუ დაღაცათუ, ვითარცა უსრულთა, ვერ უთხრა მათ, არამედ ამისთჳს ეგოდენ განაგრძო სწავლაჲ მათი, რამეთუ ვერღარა ჴელ-ეწიფებოდა მათ ხილვაჲ პირისა მისისაჲ ჴორციელად, ვითარ-იგი ქვემო-რე ეფესელთა...
მოციქულთა საქმეები 20:9
8. ქორედში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილნი, ბევრი სანთელი ენთო.9. რაკიღა პავლეს სიტყვა გაუგრძელდა, ერთ ჭაბუკს, სახელად ევტიქეს, სარკმლის რაფაზე რომ ჩამომჯდარიყო, ძილი მოერია, მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს.10. ჩავიდა პავლე, ზედ დაემხო, ხელი მოხვია და თქვა: ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან მისი სული მასშივეაო.
მოციქულთა საქმეები თავი 20