თარგმანი: შეისწავე, რამეთუ მოციქულთა შორის სამნი არიან იაკობნი: იაკობ ზებედესი და იაკობ ალფესი და მესამედ - ესე იაკობ ძმაჲ უფლისაჲ, პირველი ეპისკოპოსი იერუსალემისაჲ, რომლისა აწ შევიდა პავლე, სადა-იგი მოიკითხვიდეს მას ყოველნი ხუცესნი, და იგი მიუთხრობდა მათ სიმდაბლით ყოველსავე ძლიერებასა, რომელ ყო ღმერთმან ქადაგებითა მისითა წარმართთა შორის, და ესრეთ ყოველნი ზოგად ადიდებდეს ღმერთსა. ამის იაკობისთჳს დასწერს კლიმი მეექუსესა თავსა შინა განწესებათა წიგნისასა და იტყჳს, ვითარმედ: შემდგომად აღდგომისა თჳსისა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ყოველივე მეცნიერებაჲ სამთა ამათ მისცა — იაკობს მართალსა და პეტრეს და იოვანეს, და მათ მიერ მიეცა სხუათა მოციქულთა. ამისთჳს აწ, ვითარცა თავისა და წინამძღურისა მიმართ, შევიდა პავლე იაკობისსა მის თანა მყოფიო მოწფებითურთ, რამეთუ ესოდენ კეთილ იყო მოქალაქობაჲ იაკობისი, რომელ ყოველთა კაცთაგან მართალ სახელ-ედებოდა მას უბიწოჲსა მისთჳს მოქალაქობისა მისისა.
მოციქულთა საქმეები 21:19
18. მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად ეწვია იაკობს და იქვე მოვიდა ყველა უხუცესიც.19. პავლემ მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მისი მსახურებით აღასრულა წარმართებს შორის.20. ხოლო მათ, ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ხომ ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის, და ყველანი გულმხურვალედ იცავენ რჯულს.
მოციქულთა საქმეები თავი 21