მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 21:22

21. შენზე გაიგეს, რომ მოსესაგან განდგომას ასწავლი წარმართთა შორის მცხოვრებ იუდეველებს, და ამბობ, რომ არ უნდა წინადასცვითონ თავიანთ შვილებს და არც ადათ-წესებს მისდიონ.22. მერედა, რა ვქნათ? უთუოდ შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებს.23. ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გირჩევთ: აქა გვყავს ოთხი კაცი, რომლებმაც აღთქმა დადეს.
მოციქულთა საქმეები თავი 21
22. მერედა, რა ვქნათ? უთუოდ შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებს.
თავი ლ̂ა. სწავლაჲ იაკობისი პავლეს მიმართ, რაჲთა არა აყენებდეს ჰურიათაგანთა წინა-დაცუეთად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ჰრქუეს მას: ჰხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი! და ყოველნივე მოშურნე შჯულისა არიან. ესმა ვიეთგანმე შენთჳს, ვითარმედ განდგომასა ასწავებ მოსესგან, რომელნი-იგი წარმართთა შორის ჰურიანი არიან, და ეტყჳ, რაჲთა არა წინა-დასცჳთონ შვილთა მათთა, არცა ჩუეულებათა ვიდოდიან. რაჲ უკუე არს? უეჭუელად ერი შეკრებად არს, რამეთუ ესმა, ვითარმედ მოსრულ ხარ (21,20-22).:

თარგმანი: დაღაცათუ ზოგად ხუცესნი ეტყოდეს, არამედ, ვითარცა თავი მათ ყოველთაჲ, იაკობ ძმაჲ უფლისაჲ იყო პავლეს მიმართ მეტყუელ სიტყუათა ამათ. ხოლო არა ჴელმწიფებით უბრძანებს, ვითარცა ეპისკოპოსი, არამედ ზრახებით განაზრახებს, ვითარცა ძმაჲ. არცა სიქადულით იტყჳს, ვითარმედ რაოდენნი ბევრნი შემიძინებიან სარწმუნოებასა, რამეთუ ყოველნივე მისნი ნამუშაკევნი იყვნეს, არამედ სიმრავლესა ოდენ იტყჳს მათსა, და ზოგად სარწმუნოებასა თანა ქრისტესსა ყოველთავე შჯულისა წესთაცა მოშურნეობასა მათსა წამებს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა მცირედნი იყვნეს, ანუ არა ზოგად ყოველნი შჯულისა წესთა მოშურნე იყვნეს, შეურაცხმცა ვინ ყო სიმცირე და არა ერთ-ნებობაჲ მათი. ხოლო აწ მრავალ ბევრ არიან, რომელი-ესე დიდი ნივთი არს შფოთისაჲ და ყოველნივე ზოგად შურის-მგებელ მის ზედა, რომელი ქადაგებდეს არა წინა-დაცუეთასა და დაჴსნასა ყოველთავე ძუელისა შჯულისა წესთასა, რომლისათჳცა უმზირდეს მოსლვასა მისსა. რაჲსაღამცა სხჳსათჳს, არამედ რაჲთა ერის კრება ყონ პავლეს ზედა, ვითარცა წინა-აღმდგომსა მათსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის