მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 21:35

34. ხალხში ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი კი - მეორეს. და რაკი ამ ღრიანცელში დანამდვილებით ვერაფერი გაიგო, ათასისთავმა მისი ციხეში წაყვანა ბრძანა.35. კიბეზე რომ შედგა ფეხი, ჯარისკაცები, ხალხის სიმრავლის გამო, იძულებულნი შეიქნენ ხელში აეყვანათ პავლე.36. ვინაიდან ზღვა ხალხი მოსდევდა და მოსძახოდა: სიკვდილი მაგას!
მოციქულთა საქმეები თავი 21
35. კიბეზე რომ შედგა ფეხი, ჯარისკაცები, ხალხის სიმრავლის გამო, იძულებულნი შეიქნენ ხელში აეყვანათ პავლე.
თავი ლ̂ბ. შფოთისათჳს, რომელი იერუსალემს შინა პავლეს ზედა აღიძრა ჰურიათა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა მიიწია იგი აღსავალსა მას, ზე აქუნდა პავლე მჴედართა მათ სიმრავლესა მისთჳს ერისა, რამეთუ შეუდგა მას სიმრავლე იგი ერისაჲ და ჴმობდეს: აღიღე ეგე! (21,35-36).:

თარგმანი: ესოდენ მძლავრ მისდევდეს, ვიდრეღა ტჳრთვით მიაქუნდა პავლე მჴედართა მათ, შიშისაგან მომკლველთა მათ ერთაჲსა, რომელთა ღაღადებაჲ მსგავს იყო ძუელსა მას ჴმასა, თქუმულსა მათ მიერ უფლისათჳს: აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე. ეგრეთვე აწ პავლეს მოკლვად წყურიელნი ეტყოდეს ათასისთავსა: აღიღე ქუეყანით საჴსენებელი მაგისი!

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის