თარგმანი: იხილე სიმშჳდით და სიმდაბლით კითხვაჲ პავლესი ათასისთავისა მიმართ, უკუეთუ მისცემს-მე-ა ადგილსა სიტყჳსასა. ხოლო ათასისთავსა მას ჰრომთასა დაუკჳრდა ბერძლ-მეტყუელებაჲ პავლესი, რამეთუ ჰგონებდა მას კაცად მეგჳპტელად, ვინაჲთგან მათ დღეთა შინა გამოაჩინა ეშმაკმან კაცი ვინმე მეგჳპტელი, ცრუ წინაჲსწარმეტყუელი გრძნეული, რომელმან განიდგინნა მის თანა უდაბნოსა ზედა პირველად ოთხ ათასნი კაცნი, რომელნი-იგი უკუანაჲსკნელ განიმრავლნა სამ ბევრად, და წარმოიყვანნა უდაბნოჲთ მთად ზეთისხილთა და მოადგინნა იერუსალემსა. ხოლო სიკარიეთად ამისთჳს უწოდს კაცთა მათ, რამეთუ სიკარ უწოდიან დაშნასა მცირესა, რომელი-იგი სარტყელსა ქუეშე აქუნ ფარულად ავაზაკთა. ვინაჲცა ესე მეგჳპტელისა მის თანა განდგომილნი ავაზაკნი თანა-შეეტყუვნიან სიმრავლესა ერისასა ქალაქსა შინა იერუსალემსა და მოულოდებელად სციან დაშნითა მით, ჰრომთა მიერ სიკარ წოდებულითა, და ესრეთ მრავალთა მოსწყუედდიან მოულოდებელად და უცნაურად, ვიდრეღა ესრეთ იტყჳს მათთჳს იოსიპპოს, ვითარმედ: ოდენ განწმდა იერუსალემი სხუათა ავაზაკთა მძლავრებისაგან, მაშინღა გამოჩნდეს სიკარეთნი იგი, რომელთა პირველად მოკლეს იონათან...
მოციქულთა საქმეები 21:37
36. ვინაიდან ზღვა ხალხი მოსდევდა და მოსძახოდა: სიკვდილი მაგას!37. ციხეში რომ შეჰყავდათ, პავლემ ათასისთავს უთხრა: შეიძლება ერთი რამ გკითხო? ხოლო მან თქვა: ბერძნული იცი?38. განა შენ არა ხარ ის ეგვიპტელი, ამას წინათ რომ აამბოხა და უდაბნოში გაიყვანა ოთხი ათასი სიკარიელი?
მოციქულთა საქმეები თავი 21