თარგმანი: სულისა მიერ წინაჲსწარმეტყუელებდეს ტჳრეს მყოფნი იგი მოწაფენი ჭირთა, რომელნი შემთხუევად იყვნეს პავლესდა. ხოლო არა-აღსლვასა იერუსალემდ კაცობრივითა ზრახებითა ეტყოდეს. ამისთჳს არა ისმინა მათი, რამეთუ, უკუეთუმცა სულისა მიერ ბრძანებულ იყვნეს დაყენებად მისსა, იგინიცა უკადნიერესად-რე ეტყოდეს და პავლეცა არა ურჩ ექმნებოდა ბრძანებასა სულისასა, ვითარ-იგი დამასკოჲთ და სხუათა მრავალთა ადგილთაგან მიჰრიდის შემთხუევასა განსაცდელთასა სიტყჳთა ძმათა ზრახებისაჲთა. ხოლო ამისთჳს წინაჲსწარ განეგო სხუათაცა მიერ წინაჲსწარმეტყუელებაჲ პავლეს ძჳრთა შემთხუევისაჲ, რაჲთა არავინ ლიქნისა და მაჩუენებლობისად შეჰრაცხოს, რაჲ-იგი პავლე ჰრქუა ეფესელთა, ვითარმედ: კრულებანი და ჭირნი მელიან მე.
მოციქულთა საქმეები 21:4
3. გამოჩნდა კიპროსი, რომელიც მხარმარცხნივ მოვიტოვეთ, სირიისაკენ გავემართეთ და მივადექით ტიროსს, ვინაიდან იქ უნდა გადმოეტვირთათ ხომალდი.4. მოწაფეები მოვინახულეთ და შვიდი დღე დავყავით იქ; ხოლო ისინი, სულით აღძრულნი, იერუსალიმში ასვლას უშლიდნენ პავლეს.5. იმ დღეებმა რომ განვლო, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლშვილითურთ გამოგვაცილა ქალაქგარეთ. ზღვის პირას მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ.
მოციქულთა საქმეები თავი 21