თარგმანი: შემდგომად შჳდ დღე დაყოვნებისა ტჳრეს შინა, გამოვიდეს მიერ ძმათაგან, რომელნი-იგი მჴურვალებით თანა-უვიდოდეს მათ ცოლებითურთ და შვილებით და წარგზავნნეს იგინი ნავითა პტოლემაიდად. ხოლო პტოლემაიდაჲ არს ქალაქი ფინიკიისაჲ, აღშენებული პტოლემეოჲსგან ლაღოჲსა, რომლისა ზე ითარგმნნეს ძუელნი წიგნნი სამეოც და ათთა მიერ თარგმანთა. ამის პტოლემაიდაჲსა სახელი აწ აქაიად ცვალებულ არს, და არს იგი საზღვართაგან გალილეაჲსათა ზღჳს კიდით კერძო, და მახლობელად თჳსა სამხრით კერძო აქუს მას მთაჲ კარმელი. ამას ქალაქსა მივიდა პავლე მოწფებითურთ და მუნ მყოფთა ძმათა თანა დაადგრა ერთ დღე ოდენ.
მოციქულთა საქმეები 21:7
6. ერთმანეთს დავემშვიდობეთ; ჩვენ ხომალდზე ავედით, ისინი კი სახლში დაბრუნდნენ.7. გავლიეთ გზა და ტიროსიდან პტოლემაიდაში ჩავედით, მოვიკითხეთ მოწაფეები და ერთი დღე დავყავით მათთან.8. მეორე დღეს კი გამოვედით და კესარიას მივაღწიეთ, სადაც ფილიპე მახარებლის, ერთ-ერთი შვიდთაგანის სახლში შევედით და იქ დავდექით.
მოციქულთა საქმეები თავი 21