მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 22:1

1. კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თავისმართლება თქვენს წინაშე.2. როდესაც გაიგონეს, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, უფრო დიდი სიჩუმე ჩამოვარდა. მან კი განაგრძო:
მოციქულთა საქმეები თავი 22
1. კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თავისმართლება თქვენს წინაშე.
თავი ლ̂ბ. შფოთისათჳს, რომელი იერუსალემს შინა პავლეს ზედა აღიძრა ჰურიათა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

ვითარცა აღესრულებოდეს შჳდნი იგი დღენი, რომელნი-იგი იყვნეს ასიაჲთ ჰურიანი, იხილეს იგი ტაძარსა შინა. შეაშფოთეს ყოველი იგი ერი და დაასხნეს მის ზედა ჴელნი მათნი და ღაღადებდეს და იტყოდეს: კაცნო ისრაიტელნო, შემეწიენით ჩუენ, ესე არს კაცი იგი, რომელი ერისა ამისთჳს და შჯულისა და ადგილისა ამისთჳს ძჳრსა ზრახავს და ყოველთა ყოველსა ადგილსა ამას ასწავებს (21,27-28).

თარგმანი: განგებულებითა საღმრთოჲთა მაშინღა მოვიდეს ასიაჲთ ჰურიანი, ოდეს პავლეს გულსავსე ექმნნეს იერუსალემს მყოფნი იგი ჰურიანი მრავალ დღე ტაძრად მისლვითა და კუეცითა და შეწირვითა მსხუერპლთაჲთა, ვითარმედ აღმასრულებელი არს შჯულისაჲ. ხოლო ასიელნი, ვითარცა მრავალგზის მოქმედნი შფოთისანი, უწესოდ ღაღადებდეს და ერთა მოუწოდდეს შემწედ, ვითარმცა გრძნეულ და მაცთურ ყოფით ადვილად განერებოდა პავლე ჴელთაგან მათთა, ვინაჲცა აღაზრზენდეს მოკლვად მისსა ყოველთა, ძჳრის მზრახვალობისა და ბოროტის მეტყუელობისა შესმენითა, ვითარმცა ყოველსა ადგილსა განმაქიქებელ იყო შჯულისა მის ჰურიათაჲსა და მოსწრაფე დაჴსნად მისსა.

და მერმე კუალად წარმართნიცა შეიყვანნა ტაძრად და შეაგინა ადგილი ესე წმიდაჲ; რამეთუ ეხილვა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის