თარგმანი: ვინაჲთგან უწყოდა მოციქულმან, ვითარმედ ჯერ-არს მთავრობათა და ჴელმწიფებათა დამორჩილებაჲ, რამეთუ არა არს მთავრობაჲ გარნა ღმრთისა მიერ; ამისთჳს, რაჟამს განართხმიდეს მას ღუედებითა ცემად, ჰრქუა ასისთავსა უბრალოებაჲცა თჳსი და ჰრომობაჲცა. თქუას ვინმე: ვითარ მოძღუარმან ქრისტეანეთამან პირველ თქუა ჰურიაობაჲ და ტარსელობაჲ და აწ იტყჳს ჰრომაელობასა? ნუ-უკუე არა ტყუვისა წინა-აღმდგომთა სიტყუათა თქუმად ზედაჲს-ზედა? არამედ გულისჴმა-ყავ, საყუარელო, რამეთუ ამას შენსა უწულილეს ათასისთავი იგი შემძლებელ იყო გამოწულილვად, და უკუეთუმცა ტყუილით რაჲმე ეთქუა, უძჳრესად ჰგუემდა. ხოლო აწ ცხად არს, რამეთუ სამართალ ყოფაჲ ცნა. ამისთჳს შიშით განეშორა, განჰჴსნა და დააცადა ტანჯვაჲ მისი. გარნა მოვედ და ისწავე, რამეთუ ჭეშმარიტად არა იპოების ტყუვილი უტყუველთა მათ შინა ბაგეთა პავლესთა; რამეთუ შჯულითა ჰურიათაჲ იყო და შობილი ტარსუნს კილიკიისასა; ხოლო ჰრომი — ამისთჳის, რამეთუ ძუელთა მეფეთაჲთგან ვიდრე ანდრიანე მეფისამდე არავინ იკადრებდა ყოველი კაცი, რაჲთამცა ჰრომად სახელ-იდვა თავსა თჳსსა, უკუეთუ არა მრავლითა საფასითა ანუ ღირსებითა რაჲთმე მოიგის ჰრომ ყოფაჲ და წოდებაჲ,...
მოციქულთა საქმეები 22:26
25. როცა ღვედებით დააბეს, პავლემ იქვე მდგომ ასისთავს უთხრა: ნუთუ უფლება გაქვთ გაუსამართლებლად გაამათრახოთ რომის მოქალაქე?26. ეს რომ გაიგონა, ასისთავი მივიდა ათასისთავთან და უთხრა მას: რას აპირებ? ეს კაცი რომაელი ყოფილაო.27. ათასისთავი მივიდა და ჰკითხა: მითხარი, მართლა რომაელი ხარ? მიუგო: დიახ.
მოციქულთა საქმეები თავი 22