მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 22:5

4. სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში ვყრიდი კაცებსაც და ქალებსაც.5. რაშიაც მღვდელმთავარიც დამემოწმება და ყველა უხუცესიც, რომლებმაც წერილები გამატანეს დამასკოში მყოფი ძმებისთვის, და წავედი, რომ იქაურებიც შებორკილნი ჩამომეყვანა იერუსალიმს, რათა გვეწამებინა ისინი.6. მოხდა ისე, რომ, როცა გზად მიმავალი ვუახლოვდებოდი დამასკოს, ანაზდეულად დიდმა ნათელმა მომიცვა ზეცით.
მოციქულთა საქმეები თავი 22
5. რაშიაც მღვდელმთავარიც დამემოწმება და ყველა უხუცესიც, რომლებმაც წერილები გამატანეს დამასკოში მყოფი ძმებისთვის, და წავედი, რომ იქაურებიც შებორკილნი ჩამომეყვანა იერუსალიმს, რათა გვეწამებინა ისინი.
თავი ლ̂ბ. შფოთისათჳს, რომელი იერუსალემს შინა პავლეს ზედა აღიძრა ჰურიათა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მე კაცი ვარ ჰურიაჲ, შობილი ტარსუს კილიკიისასა, აღზრდილი ამას ქალაქსა შინა ფერჴთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედა-მიწევნით მამულთა შჯულთა; მოშურნე ვიყავ ღმრთისათჳს, ვითარცა თქუენ ყოველნი ხართ დღეს; რომელი ამას გზასა ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილადმდე, შევჰკრევდ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა, ვითარცა-ეგე მღდელთმოძღუარი მეწამების მე და ყოველნი მოხუცებულნი, რომელთაგან წიგნებიცა მოვიღე ძმათათჳს, რომელნი იყვნეს დამასკეს, და მოვიდოდე მოყვანებად მუნ მყოფთა მათ, კრულთა, რაჲთა იტანჯნენ (22,3-5).:

თარგმანი: ჰურიაობასა იტყჳს ნათესავით, ტარსუნს მობილობასა და იერუსალემს აღზრდილობასა, რამეთუ ფრიადითა მჴურვალებითა სწავლულებისაჲთა დაეტევა მშობელთა ქუეყანაჲ, და იერუსალემს რაჲ იზარდებოდა, არა ვაჭრობასა ანუ ჴელოვნებასა რასმე ისწავლიდა, არამედ სიმდაბლით დამორჩილებულ იყო ფერჴთა ქუეშე წარჩინებულისა მის მოძღურისა გამალიელისთა, რაჲთა ზედა-მიწევნით. ასწავოს, არა ვითარცა მწირსა და უცხო-თესლსა, არამედ ვითარცა ნათესავით ჰურიასა, გამოწულილვითი მეცნიერებაჲ საქმეთა შჯულისათაჲ, რომლისათჳს ვიდრე სიკუდილადმდე მოშერნე იყო. და ვითარ-ესე დღეს თქუენ ჩემ ზედა შურს იგებთო, ერსა მას ეტყჳს, ეგრეთვე მე ვსდევნიდ გზასა ჭეშმარიტისა მის გზისა და ცხორებისა ქრისტეს ქადაგებისასა, ვითარცა წინა-აღმდგომსა რასმე და დამჴსნელსა ჰურიათა შჯულისასა. ვინაჲცა არღარა სხუათა აღვსძრევდ, არამედ მე თავით თჳსით შევჰკრევდ და მივსცემდ საპყრობილედ მორწმუნეთა ქრისტესთა, არა ხოლო მამათა, არამედ არცაღა დედათა ვჰრიდებდ უძლურებისათჳს ბუნებისა. ამის ყოვლისა მოწამედ თჳთ მღდელთმოძღუარსა მოიყვანებს და ყოველთა ხუცესთა, რომელთა წიგნებითა წარვლინებულ იყო დამასკოდ ტანჯვად ქრისტეანეთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის