თარგმანი: ესე ყოველნი სიტყუანი ზემოჲთვე მეათცამეტესა თავსა შინა განგჳმარტებიან. მუნ ლუკაჲს მიერ თხრობილნი პავლეს მოქცევისათჳს, და აქა — ლუკაჲს მიერვე აღწერილნი, ხოლო პავლეს თქუმულნი ერისა მიმართ, რაჲთა არა აბრალობდენ მას ჰურიათა შჯულისა დატევებისათჳს, რამეთუ არა ცუდად შეიცვალა პირველისა შჯულისა მოშურნეობისაგან, არამედ ესოდენითა ამით ჩუენებითა და გამოცხადებითა უფლისაჲთა. ხოლო რაჲ-იგი წინა-აღმდგომად ჩანს ორთავე ამათ თხრობათა შინა, იგი მუნცა განჳმარტებია და აქაცა ვიტყჳთ; რამეთუ მუნ ლუკა იტყჳს, ვითარმედ: კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას. და აქა პავლე წარმოიტყჳს, ვითარმედ: რომელნი-იგი ჩემ თანა იყვნეს, ნათელი იგი იხილეს, ხოლო ჴმაჲ არა ესმა, რომელი მეტყოდა მე. აწ უკუე ესრეთ გულისჴმა-ყავ ორთავე ამათ სიტყუათა ჭეშმარიტებაჲ: ორნი ჴმანი იყვნეს: პავლესი და უფლისაჲ, და სიტყჳსაებრ პირველ თქუმულისა, პავლესი ოდენ ჴმაჲ ესმოდა კაცთა მათ. ხოლო აწინდელისა ამისებრ სიტყჳსა, ჴმაჲ იგი უფლისაჲ არა ესმოდა, მეტყუელი პავლეს მიმართ. და კუალად, ორნი ხილვანი იყვნეს: ნათლისაჲ მის და თჳთ უფლისაჲ. ნათელსა მას ხედვიდეს...
მოციქულთა საქმეები 22:8
7. მიწაზე დავემხე და ჩამესმა ხმა, რომელმაც მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე?8. მივუგე: ვინა ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო ნაზორეველი, რომელსაც შენ დევნი.9. ჩემმა მხლებლებმაც იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის ხმა არ სმენიათ.
მოციქულთა საქმეები თავი 22