თარგმანი: იხილე სიბოროტე ეშმაკისაჲ, ვითარ ბოროტსა ზედა ორმეოცნი შეითქუმიან, ხოლო კეთილსა ზედა არცა ორნი გინა სამნი. ვითარ-ესე აწ ორმეოცნი კაცნი შეიჩუენებენ თავთა არცა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდის მოკლან პავლე, და უეჭუელად შეჩუენებულნი დაშთეს, რამეთუ პავლე ვერ მოკლეს და თჳთ უნდა თუ არა, ჭამეს შეჩუენებულთა. რამეთუ ესე არს ძალი შეჩუენებისაჲ —ყოვლითურთ განვრდომაჲ ღმრთისაგან და ყოვლითურთ შეძინებაჲ ეშმაკისაჲ. იხილე კუალად სივერაგე მღდელთმოძღუართაჲ; ვითარცა ავაზაკთ-მთავარნი სიკუდიდ მიუმარჯუებენ, ნაცვალად მკლველთა განპატიჟებისა. არამედ განიქიქნეს და არა ხოლო მკლველობისაგან დაეყენნეს, არამედ იმხილნეს-ცა, ვითარმედ ვერარას ბრალსა დასდებენ. ამისთჳს ფარულად ღონე-ჰყოფენ მოკლვად მართლისა მის.
მოციქულთა საქმეები 23:14
13. ხოლო შეთქმულნი ორმოცზე მეტნი იყვნენ.14. მღვდელმთავრებსა და უხუცესებთან მივიდნენ და უთხრეს: ფიცით დავიფიცეთ, რომ ლუკმას არ ჩავიდებთ პირში, ვიდრე არ მოვკლავთ პავლეს.15. მაშ, ახლა სინედრიონთან ერთად შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოგგვაროთ იგი, ვითომ გსურთ უფრო დაწვრილებით გამოიძიოთ იმისი საქმე, ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოვა, მზადა ვართ მის მოსაკლავად.
მოციქულთა საქმეები თავი 23