თარგმანი: განგებულებაჲ იყო ღმრთისაჲ, რომელ ვერ ცნეს მათ და ვითარ არა უნდა, სასმენელ იქმნა დისწულისა პავლესისა ზაკუვაჲ მათი. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ არა ხოლო თჳსებითა ჴორციელითა, არამედ უფროჲსღა სულიერითა ერთნებობითა შეკრულ იყო ჭაბუკი ესე სიყუარულსა პავლესსა. და კუალად პავლე არავე განლაღნა ჩუენებასა მას ზედა უფლისასა, ვითარცა უწყებული მისგან, ვითარმედ ვერარაჲ უყონ მას ჰურიათა იერუსალემს, არამედ ჰრომს მიწევნად არს ცოცხალი, არამედ ამის ყოვლისა შემდგომად არა უღირს-უჩნს კაცობრივი ღონე კრძალვისაჲ. ამისთჳს საიდუმლოდ სმენილი თჳსისა დისწულისაგან არა არწმუნა ასისთავთაგანსა ვისმე, არამედ თჳთ ჭაბუკისა მისვე პირითა მიაწია ათასისთავისა, და კუალად ათასისთავმან არავის განუცხადა. უფროჲსღა ჭაბუკსა მასცა ამცნო, ვითარმედ ნუმცა ვინ უწყის თუ ჩემდა გითხრობიეს ეგე. არცაღა მის თანათა მათ ასისთავთა არწმუნა, ვიდრე ჟამადმდე წარვლინებისა, რამეთუ განკრძალულ იყო პავლესთჳს.
მოციქულთა საქმეები 23:16
15. მაშ, ახლა სინედრიონთან ერთად შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოგგვაროთ იგი, ვითომ გსურთ უფრო დაწვრილებით გამოიძიოთ იმისი საქმე, ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოვა, მზადა ვართ მის მოსაკლავად.16. შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, ციხეში შეაღწია და აუწყა პავლეს.17. ხოლო მან უხმო ერთ-ერთ ასისთავს და უთხრა: ეს ჭაბუკი მიიყვანე ათასისთავთან, ვინაიდან რაღაცა აქვს მისთვის სათქმელი.
მოციქულთა საქმეები თავი 23