თარგმანი: განგებულებაჲ იყო ღმრთისაჲ, რომელ ვერ ცნეს მათ და ვითარ არა უნდა, სასმენელ იქმნა დისწულისა პავლესისა ზაკუვაჲ მათი. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ არა ხოლო თჳსებითა ჴორციელითა, არამედ უფროჲსღა სულიერითა ერთნებობითა შეკრულ იყო ჭაბუკი ესე სიყუარულსა პავლესსა. და კუალად პავლე არავე განლაღნა ჩუენებასა მას ზედა უფლისასა, ვითარცა უწყებული მისგან, ვითარმედ ვერარაჲ უყონ მას ჰურიათა იერუსალემს, არამედ ჰრომს მიწევნად არს ცოცხალი, არამედ ამის ყოვლისა შემდგომად არა უღირს-უჩნს კაცობრივი ღონე კრძალვისაჲ. ამისთჳს საიდუმლოდ სმენილი თჳსისა დისწულისაგან არა არწმუნა ასისთავთაგანსა ვისმე, არამედ თჳთ ჭაბუკისა მისვე პირითა მიაწია ათასისთავისა, და კუალად ათასისთავმან არავის განუცხადა. უფროჲსღა ჭაბუკსა მასცა ამცნო, ვითარმედ ნუმცა ვინ უწყის თუ ჩემდა გითხრობიეს ეგე. არცაღა მის თანათა მათ ასისთავთა არწმუნა, ვიდრე ჟამადმდე წარვლინებისა, რამეთუ განკრძალულ იყო პავლესთჳს.
მოციქულთა საქმეები 23:20
19. ათასისთავმა ხელი მოჰკიდა, განზე გაიხმო და ჰკითხა: რაო, მაინც რა უნდა მითხრა?20. ხოლო მან უთხრა: იუდეველებმა განიზრახეს გთხოვონ, რომ ხვალ სინედრიონში მიიყვანო პავლე, ვითომ უფრო გულდასმით სურთ მისი საქმის გამოძიება.21. მაგრამ ნუ ერწმუნები მათ, ვინაიდან ჩასაფრებული ჰყავთ ორმოცზე მეტი კაცი, რომლებმაც დაიფიცეს, არც ჭამონ და არც სვან, ვიდრე არ მოკლავენ პავლეს. ახლა უკვე გამზადებულნი არიან შენი ბრძანების მოლოდინში.
მოციქულთა საქმეები თავი 23