თარგმანი: ვითარცა შეეტყუების ჴელოვნად განმგებელობასა ჰრომთასა, არა კმა იყო ზეპირით მიმცნებაჲ, არამედ წერით აუწყებს ყოველსავე საქმესა პავლესსა. და თავისა თჳსისათჳს მრჩობლთა სახელთა დასწერს: კლავდიოსს და ლუსიას. ხოლო პატივსა ათასისთავობისა თჳსისასა არღარა დაჰრთავს, არამედ ცხად არს, ვითარმედ ესე კლავდიოს ლუსია იერუსალემისა ოდენ ქალაქისა მჴედართ მთავარი იყო ათასთა კაცთაჲ, მცველთა გოდლებისა და ზღუდეებისათაჲ, ხოლო ფელიქს — ყოვლისა ჰურიასტანისა, გალილეაჲსა და სამარიაჲსა და პერეაჲსა მთავრად და განმგებელად განჩინებულ იყო მიერ ჟამთაჲთგან კლავდის კეისრისათა, ვითარცა დასწერს მისთჳს იოსიპპოს, და კესარიას მჯდომარე იყო, ვითარცა უმთავრესსა შინა ყოველთა პალესტინისა ქალაქთასა. ამისთჳს მუნ წარივლინა პავლე, რაჲთა უშიშად განიკითხოს ჰურიათა ერისა შფოთებისაგან, და რაჲთა კესარიასცა შინა ქადაგოს ქრისტეს ღმრთეებაჲ ჭეშმარიტი.
მოციქულთა საქმეები 23:29
28. მინდოდა გამეგო, რას სდებდნენ ბრალად და მათ სინედრიონში მივიყვანე.29. მივხვდი, რომ თავიანთი რჯულის გამო დაედანაშაულებინათ, მაგრამ ისეთი არაფერი ჩაუდენია, სიკვდილი ან ბორკილები რომ დაემსახურებინოს.30. როდესაც გავიგე, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულიყვნენ, მაშინვე შენთან გამოვგზავნე და ბრალმდებლებსაც ვუბრძანე შენს წინაშე ელაპარაკათ მასზე. იცოცხლე!“
მოციქულთა საქმეები თავი 23