თარგმანი: ზემოჲ იგი სიტყჳსა დაწყებაჲ შჯულისათჳს წარმოთქუა და დაუბრკოლებელ ყოფაჲ თჳსი წამა ღმრთისა მიმართ და კაცთა. რამეთუ ესე არს სისრულე სათნოებისაჲ, რაჲთა არა ხოლო ღმრთისა, არამედ კაცთაცა მიმართ განკრძალულ ვიყვნეთ, რაჲთა არავინ დავაბრკოლოთ. ხოლო აწ მიზეზსა იტყჳს თჳსისა შეპყრობისასა, ვითარმედ: მრავალ ჟამ არა მუნ ყოფილ ვიყავ; რაჲთამცა ამით ჰქონდა მიზეზი, ვითარმედ: სიგრძესა შინა ჟამისასა ვწყლენ იგინი. არამედ აწღა აღვედ; არა შფოთებად, არამედ შესაწირავისა მირთუმად და ქველის-საქმისა ყოფად ნათესავისა ჩემისა, რომელ არიან ჰურიანი: არა ტაძრისა შებილწებად, არამედ ტაძარსა შინა განწმედილად; და არა ერსა შორის მეშფოთედ, არამედ სახლსა შინა ღმრთისასა მლოცველად მპოვეს ასიით მოსრულთა ვიეთმე ჰურიათა, რომელთა აჰა მოუწოდ წინაშე საყდრისა სამშჯავროჲსა, განა თუ თჳთ მოსლვითა, გინა თუ მაგათ აქა მყოფთა მიერ თქუმითა, რაჲთა, რაჲცა ვის აქუს ჩემ ზედა ბრალი, გინა თუ მათ, გინა თუ ამათ, იტყოდედ; რამეთუ მზა ვარ სიტყჳს მიცემად ყოველთა. ხოლო უკუეთუ "ერთისა მის სიტყჳსათჳს მკუდართა აღდგომისაჲსა ვისაჯები" — ესე არა თჳსაგან მითქუამს ყურესა შინა, არამედ შორის შესაკრებელისა...
მოციქულთა საქმეები 24:19
18. სწორედ შეწირვისას მნახეს ტაძარში, გაწმენდილი, ხალხისა და შფოთის გარეშე,19. ასიელმა იუდეველებმა; სწორედ ისინი უნდა მოსულიყვნენ და შენს წინაშე და ეჩივლათ ჩემთვის, თუკი რაიმე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ.20. არადა, თვით ამათ თქვან, რა ბრალი ჰპოვეს ჩემში, როცა წარვდექი სინედრიონის წინაშე,
მოციქულთა საქმეები თავი 24