თარგმანი: გულისჴმა-ყავ, ვითარ მრავალთა მიზეზთა დამაყენებელთა მქონებელნი არავე დაეყენებიან, არამედ კუალად კესარიასცა მირბიან ცილისწამებად პავლესსა, არა ხოლო თჳთ მღდელთმოძღუარი და ხუცესნი, არამედ სხუაჲცა ვინმე ენამჭევრი ტერტჳლოს შემწედ მიიყვანეს, რაჲთა მოქცევობითა სიტყუათა თჳსთაჲთა დაფაროს სიცრუვე მათი. ვინაჲცა გამოიყვანეს პავლე მიერ ტაძართა მათგან ჰეროდე მეფისათა, სადა-იგი შეყენებულ იყო, და მოიყვანეს წინაშე ფელიქს მთავრისა. მაშინ ტერტჳლოს დასაბამად პავლეს შესმენათა იწყო ლიქნით სიტყუად და ქებად მთავრისა, რაჲთა მიიზიდოს იგი ჰურიათა სიყუარულად. და ეგრეთ, დაღაცათუ უმშჯავრო იყოს ბჭობაჲ იგი, ეგრეთცა განაჩინოს დაშჯაჲ პავლესი.
მოციქულთა საქმეები 24:2
1. ხუთი დღის შემდეგ მოვიდა ანანია მღვდელმთავარი უხუცესებსა და ვინმე მჭევრმეტყველ ტერტულუსსთან ერთად, რომლებმაც მმართველთან უჩივლეს პავლეს.2. როდესაც უხმეს, ტერტულუსმა დაიწყო მისი ბრალდება და თქვა:3. შენი წყალობით გვაქვს სრული მშვიდობა და შენს მზრუნველობას ვუმადლით ამ ხალხის კეთილდღეობას, რასაც დიდი მადლიერებით ვაღიარებთ ყველგან და ყოველთვის, მძლეთამძლეო ფელიქს.
მოციქულთა საქმეები თავი 24