თარგმანი: უწყოდა ჭეშმარიტებით ფელიქს გზისა მისთჳს ჭეშმარიტისა, რომელ არს ქრისტე. რამეთუ დაღაცათუ წარმართი იყო, არამედ მეუღლე მისი ჰურიაჲ იყო და მის გამო შემეცნებულ იყო შჯულსა ქრისტეანეთასა, ვითარმედ შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა წინა-მოსწავებულ არს განჴორციელებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, ჯუარცუმაჲ, დაფლვაჲ და აღდგომაჲ. ესე უწყოდა, ვითარმედ პავლე ჭეშმარიტებისა ქადაგ არს. ხოლო ჰურიათა შეწუხებისათჳს განტევებაჲ მისი შეუძლებელ იყო. და კუალად, არცა ტანჯვაჲ სამართალ იყო კაცისა უბრალოჲსაჲ ამისთჳს, ვინაჲთგან ტერტჳლოს შემოიღო ჴსენებაჲ ლუსიაჲსი, ჟამიერად მიზეზ-დგა ფელიქს და თქუა: ვინაჲთგან ლუსიაცა თანა-ზიარ არს განსაკითხავსა მაგას, რაჟამს-იგი მოვიდეს, მაშინ უსრულესად გამოვიძიოთ. და ესრეთ უბრძანა ასისთავსა მას მომყვანებელსა მისსა დამარხვაჲ მისი, თჳნიერ ჭირისა ანუ პყრობილთა მსგავსად შეურაცხებისა, რამეთუ განგებულებაჲ საღმრთოჲ მიმყოვრებულ ჰყოფდა ჟამთა პავლეს პყრობილებისთა, რაჲთა გამოჩნდეს სულგრძელებაჲ და მოთმინებაჲ მისი. და რაჲთა ვერ თქუან ჰურიათა, ვითარმედ: აღტაცებით გამოუძიებლად ბჭობითა იყო, რომელ ვერარაჲ ბრალი დასდვეს მათ მის ზედა.
მოციქულთა საქმეები 24:23
22. ეს რომ მოისმინა, ფელიქსმა, რომელიც კარგად იცნობდა ამ გზას, გადადო საქმის განხილვა და თქვა: როცა ათასისთავი ლისია მოვა, მაშინ გავარჩევ თქვენს საქმესო.23. ხოლო ასისთავს პავლეს დარაჯობა უბრძანა, მაგრამ ისე კი, რომ არ შეეწუხებინათ და არც ახლობლებისთვის დაეშალათ მისი მსახურება ან ნახვა.24. რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსი თავის იუდეველ ცოლთან - დრუზილასთან ერთად მივიდა და პავლე მოაყვანინა, რათა იესო ქრისტეს სარწმუნოების ამბავი გამოეკითხა.
მოციქულთა საქმეები თავი 24