თარგმანი: დაღაცათუ ფესტოს, განხრწნილი ქრთამითა, შეაცთუნებდა პავლეს, წუევითა მით იერუსალემდ აღსლვისაჲთა, რაჲთა მოიმადლნეს ჰურიანი, არამედ კეთილად გამოუცხადა სულმან წმიდამან პავლეს სივერაგე იგი მათი, ვინაჲცა გონებისა მიმართ მკლველთაჲსა და არა სიტყჳსა მიმართ სიტყუა-უგებს. რამეთუ ფესტოს ამით შეაცთუნებდა, ვითარმედ: არა მაგათ მიგცემ განსაკითხავად, არამედ იერუსალემსცა მევე განგიკითხავ. ხოლო პავლე უწყოდა, ვითარმედ მგზავრ ეგულების მოკლვაჲ მისი. ამისთჳს ესე განაქიქა და თქუა, ვითარმედ: ბრალსა მაგას, რომელსა-ეგე დასდებენ ჩემ ზედა, ვითარმედ კეისარსა რაჲმე შევსცოდე, აჰა აწვე წინაშე საყდართა მისთა წარმოდგომად მზა ვარ, რაჲთა მან მიმიჴადოს სიტყუაჲ, უკუეთუ რაჲმე მიქმნიეს. ხოლო ჰურიათა მიმართ უბრალო ვარ, და უკუეთუ ბრალეულ ვარ, აწვე მზა ვარ სიკუდიდ და არა ვევლტი სამართალსა სიკუდილსა. ხოლო უკუეთუ უბრალო ვარ, ვერვის ჴელ-ეწიფების სიკუდიდ გინცემაჲ ჩემი ჴელთა მათთა, რამეთუ აჰა კეისარსა უღაღადებ, და თჳნიერ მისსა ვერვის ჴელ-ეწიფების განკითხვაჲ. ჩემი უბრალოჲსაჲ, რამეთუ მუნ მნებავს, რაჲთა ვიჭრტინვო შენთჳს, რომელი-ეგე უმშჯავროდ ჰბჭობ ჩემ ზედა. ესრეთ ჟამიერად...
მოციქულთა საქმეები 25:11
10. პავლემ მიუგო: კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სწორედ იქ, სადაც უნდა განვისაჯო, იუდეველთათვის კი ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება.11. თუ უსამართლოდ მოვიქეცი და ისეთი რამ ჩავიდინე, რომ სიკვდილს ვიმსახურებ, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ ისინი ტყუილად მდებენ ბრალს, არავის შეუძლია მათ მიმცეს ხელში. კეისრის მსჯავრს მოვითხოვ.12. მაშინ ფესტუსი თავის მრჩევლებს მოეთათბირა და მიუგო: კეისრის მსჯავრს მოითხოვ და კეისართანვე წახვალ.
მოციქულთა საქმეები თავი 25