თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ მიერითგან, ვინაჲთგან ჰრომთა მოხარკე ქმნილ იყვნეს ჰურიანი, მეფენიცა მათნი დაიდგინებოდეს ჰრომთა მიერ, და თჳსაგან უჩნდა მათ თანა ნაწილი სამეუფოჲ და კუალად ქალაქნი და ციხენი ჰურიასტანისანი სხუათა ეპყრნიან, და ვითარცა ჰრომთა მეფისა ნაწილსა ზედა ჰრომით მთავარნი მოივლინებოდიან მათ ზედა, ვითარ-იგი ჯუარცუმასა უფლისასა პილატე ჰრომთა ნაწილისა მთავარი იყო, და ბჭობაჲ ქუეყანისაჲ მას აქუნდა, ხოლო იზიარებდა ჰეროდესცა, ოთხთა სამთავროთა მთავარსა, რომელი-იგი მაშინ მეფედ ჰურიასტანისა დადგინებულ იყო კეისრისა მიერ ჰრომთაჲსა, რამეთუ მისსა მიავლინა განკითხვად უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. და კუალად მან პილატესვე მიუძღუანა. ამითვე წესითა იყვნეს აწ აღრიპპა მეფე ჰურიასტანისაჲ თჳსსა ნაწილსა ზედა და სამეუფოსა, და ფესტოს მთავარი პალესტინისა — ქალაქთა და ციხეთა და ხარკთა სამეუფოთაჲ; და ორნივე კეისრისა მიერ დადგინებულ იყვნეს. ბჭობისა უკუე ჴელმწიფებაჲ ფესტოსს აქუნდა, ხოლო იზიარებდა აღრიპპასცა, რომელსა მიუთხრა პავლესთჳს, ვითარ უმშჯავროდ გამოითხოვდეს მას ჰურიანი სიკუდიდ. და სიტყუათა ამათ შინა ცხად ჰყოფს, ვითარმედ არა არს ჩუეულებაჲ ჰრომთაჲ...
მოციქულთა საქმეები 25:16
15. რომელსაც, იერუსალიმში ჩემი ყოფნისას, იუდეველთა მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უჩივლეს და მისი დასჯა მთხოვეს.16. მაგრამ მე მივუგე, რომ რომაელებს არა სჩვევიათ სასიკვდილოდ გასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ მას ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა.17. ხოლო როდესაც ისინი აქ მოვიდნენ, დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე, დავჯექი სამსჯავრო ტახტზე და იმ კაცის მოყვანა ვბრძანე,
მოციქულთა საქმეები თავი 25