თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ მიერითგან, ვინაჲთგან ჰრომთა მოხარკე ქმნილ იყვნეს ჰურიანი, მეფენიცა მათნი დაიდგინებოდეს ჰრომთა მიერ, და თჳსაგან უჩნდა მათ თანა ნაწილი სამეუფოჲ და კუალად ქალაქნი და ციხენი ჰურიასტანისანი სხუათა ეპყრნიან, და ვითარცა ჰრომთა მეფისა ნაწილსა ზედა ჰრომით მთავარნი მოივლინებოდიან მათ ზედა, ვითარ-იგი ჯუარცუმასა უფლისასა პილატე ჰრომთა ნაწილისა მთავარი იყო, და ბჭობაჲ ქუეყანისაჲ მას აქუნდა, ხოლო იზიარებდა ჰეროდესცა, ოთხთა სამთავროთა მთავარსა, რომელი-იგი მაშინ მეფედ ჰურიასტანისა დადგინებულ იყო კეისრისა მიერ ჰრომთაჲსა, რამეთუ მისსა მიავლინა განკითხვად უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. და კუალად მან პილატესვე მიუძღუანა. ამითვე წესითა იყვნეს აწ აღრიპპა მეფე ჰურიასტანისაჲ თჳსსა ნაწილსა ზედა და სამეუფოსა, და ფესტოს მთავარი პალესტინისა — ქალაქთა და ციხეთა და ხარკთა სამეუფოთაჲ; და ორნივე კეისრისა მიერ დადგინებულ იყვნეს. ბჭობისა უკუე ჴელმწიფებაჲ ფესტოსს აქუნდა, ხოლო იზიარებდა აღრიპპასცა, რომელსა მიუთხრა პავლესთჳს, ვითარ უმშჯავროდ გამოითხოვდეს მას ჰურიანი სიკუდიდ. და სიტყუათა ამათ შინა ცხად ჰყოფს, ვითარმედ არა არს ჩუეულებაჲ ჰრომთაჲ...
მოციქულთა საქმეები 25:19
18. ვის წინააღმდეგ აღმდგარმა ბრალმდებლებმაც ვერ წამოაყენეს ვერცერთი ისეთი ბრალდება, მე რომ მოველოდი.19. სამაგიეროდ ედავებოდნენ თავიანთი სარწმუნოებისა და ვიღაც მიცვალებული იესოს გამო, ვისზედაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო.20. რაკი ამ საქმის გარჩევა გამიძნელდა, ვუთხარი მას: ხომ არ გინდა იერუსალიმში წახვიდე და იქ განისაჯო-მეთქი?
მოციქულთა საქმეები თავი 25