თარგმანი: და ესეცა ღმრთისა განგებულებაჲ იყო, რამეთუ შთაუგდო აღრიპპას სურვილი სმენად ჰამბავსა პავლესსა, რაჲთა შესაკრებელსა ზედა უმრავლესთა მთავართასა გამოჩნდეს უბრალოებაჲ პავლესი, და კადნიერებით იქადაგოს სახელი ქრისტესი.
21. მაგრამ პავლემ მოითხოვა, რომ ავგუსტუსის მსჯავრამდე გვეცლია; ამიტომ, ვიდრე კეისართან გავგზავნიდი, ვბრძანე საპყრობილეში გვყოლოდა იგი.22. მაშინ აგრიპამ უთხრა ფესტუსს: მეც მინდა ამ კაცს მოვუსმინო. მან კი მიუგო: ხვალვე მოუსმენ მას.23. მეორე დღეს, როცა აგრიპა და ბერნიკე დიდი ზარ-ზეიმით მობრძანდნენ და ათასისთავებსა და წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად შევიდნენ სამსჯავროში, ფესტუსის ბრძანებით მოიყვანეს პავლე.
მოციქულთა საქმეები თავი 25