მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 25:24

23. მეორე დღეს, როცა აგრიპა და ბერნიკე დიდი ზარ-ზეიმით მობრძანდნენ და ათასისთავებსა და წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად შევიდნენ სამსჯავროში, ფესტუსის ბრძანებით მოიყვანეს პავლე.24. და თქვა ფესტუსმა: მეფეო აგრიპა და აქ დამსწრენო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც იერუსალიმში და აქაც მრავალი იუდეველი მომადგა ყვირილით: სიცოცხლის ღირსი არ არისო.25. მაგრამ მე მივხვდი, რომ სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია, და რაკი თვითონვე მოითხოვა ავგუსტუსის მსჯავრი, გადავწყვიტე მასთან გამეგზავნა.
მოციქულთა საქმეები თავი 25
24. და თქვა ფესტუსმა: მეფეო აგრიპა და აქ დამსწრენო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც იერუსალიმში და აქაც მრავალი იუდეველი მომადგა ყვირილით: სიცოცხლის ღირსი არ არისო.
თავი ლ̂ზ. ბერენიკეს და აღრიპპაჲს მოსლვისათჳს და კუალად განკითხვისა პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა ბრძანა ფესტოს, მოუყვანეს პავლე, და თქუა ფესტოს: აღრიპპა მეფე, და ყოველნი კაცნი, რომელნი ჩუენ თანა ხართ, ჰხედავთა ამას? ამისთჳს ყოველი სიმრავლე შემემთხჳა მე იერუსალემს, და აქაცა ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს ეგე ცხორებად ამიერითგან. ხოლო მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ არარაჲ ღირსი სიკუდილისაჲ უქმნიეს ამას, და ვითარ-იგი თჳთ ესე უღაღადებდა კეისარსა, ვსაჯე წარვლინებაჲ მისი, რომლისათჳს განკრძალულად ვერარაჲ მაქუს, რაჲ მივსწერო უფლისა ჩემისა. ამისთჳს მოვიყვანე ეგე თქუენ წინაშე და უფროჲსღა შენ წინაშე, მეფე აღრიპპა, რაჲთა განიკითხო ეგე, და უწყოდი, რაჲ მივწერო, რამეთუ უჯერო მიჩნს მე მიძღუანებაჲ პყრობილისაჲ და ბრალთაცა მისთა არა უწყებად (25,23-27).:

თარგმანი: დიდ არს ქებაჲ ესე, რაჟამს მსაჯული თჳსითა პირითა წამებდეს უბრალოებასა განსაკითხავად წარდგინებულისასა, ვითარ-ესე აწ ფესტოს წინაშე მეფისა და ყოველთა მთავართა უბრალო ყო პავლე, და ყოველი ბრალი დაჰკრიბა მათ, რომელნი სიკუდიდ გამოითხოვდეს მას, კაცსა ესოდენ უბრალოსა, რომელ არცა ერთი სიტყუაჲ აქუს მისთჳს მიწერად მეფისა. ესევითარი ესე შესაკრებელი ქრისტემან მოუმზადა პავლეს, რამეთუ არათუმცა ვითარცა განსაკითხავი წარმოდგომილ იყო, ვინაჲმცა ესოდენმან ერმან მეფისა და მთავართამან ესოდენ დუმილით ისმინეს სიტყუაჲ ქადაგებისა მისისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის