თარგმანი: დიდ არს ქებაჲ ესე, რაჟამს მსაჯული თჳსითა პირითა წამებდეს უბრალოებასა განსაკითხავად წარდგინებულისასა, ვითარ-ესე აწ ფესტოს წინაშე მეფისა და ყოველთა მთავართა უბრალო ყო პავლე, და ყოველი ბრალი დაჰკრიბა მათ, რომელნი სიკუდიდ გამოითხოვდეს მას, კაცსა ესოდენ უბრალოსა, რომელ არცა ერთი სიტყუაჲ აქუს მისთჳს მიწერად მეფისა. ესევითარი ესე შესაკრებელი ქრისტემან მოუმზადა პავლეს, რამეთუ არათუმცა ვითარცა განსაკითხავი წარმოდგომილ იყო, ვინაჲმცა ესოდენმან ერმან მეფისა და მთავართამან ესოდენ დუმილით ისმინეს სიტყუაჲ ქადაგებისა მისისაჲ.
მოციქულთა საქმეები 25:26
25. მაგრამ მე მივხვდი, რომ სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია, და რაკი თვითონვე მოითხოვა ავგუსტუსის მსჯავრი, გადავწყვიტე მასთან გამეგზავნა.26. თუმცა მის გამო დაბეჯითებით ვერაფერს მივწერ იმპერატორს: ამიტომაც მოვიყვანე თქვენთან, უწინარეს ყოვლისა კი შენს წინაშე, მეფეო აგრიპავ, რათა განკითხვის შემდეგ ის მაინც ვიცოდე, რა მივწერო.27. რადგანაც უაზრობად მიმაჩნია პატიმარი გავუგზავნო და ის კი არ ვაუწყო, რას სდებენ ბრალად.
მოციქულთა საქმეები თავი 25