თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ ნერონის მიერ მოვლინებულ იყო ნაცვალად ფელიქსისა ფესტონ, ნათესავით პორკიონთაჲ, კაცი მომწყუედელი ყოველთა ავაზაკთა პალესტინისათაჲ, ვითარცა წამებს მისთჳს იოსიპპოს, და მოქმედი მშჳდობისაჲ ყოველსა მას შინა სამთავროსა თჳსსა, რომელმან-იგი, ვითარცა ბრძენმან და გამოცდილმან, მყის გულისჴმა-ყო ზაკუვაჲ იგი ჰურიათაჲ, და არა აღიყვანა პავლე იერუსალემდ, რამეთუ განგებამან საღმრთომან არწმუნა მას ესრეთ სიტყჳს-გებაჲ, ვითარმედ: აჰა კესარიას დამარხულ არს პავლე, და მე ადრე შთავალ კესარიად. რომელთა ძალ-გიც, მუნ მოვედით და შესწამეთ პირსა, რასაცა-იგი აქა ზრახავთ მისთჳს. ესრეთ საცნაურ იქმნა მისდა, ვითარმედ ესოდენ წყურიელ არიან სიკუდიდ მისსა, რომელ არცაღა ესოდენთა ჟამთა პყრობილებისა მისისათა არავე დამდოვრებულ იყო მძჳნვარებაჲ მათი მისთჳს, ვიდრეღა არათუმცა მალე აღსრულ იყო ფესტოს სამთავროჲთ თჳსით კესარიაჲთ იერუსალემდ, არამცა დაეცონა მყის შთასლვად მისსა გამოთხოვისათჳს პავლესსა.
მოციქულთა საქმეები 25:4
3. შეევედრნენ და სთხოვეს, იერუსალიმში გამოეძახებინა პავლე, რათა გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ.4. მაგრამ ფესტუსმა პასუხად თქვა, რომ პავლეს კესარიაში დარაჯობდნენ და მალე თვითონაც იქ აპირებდა ჩასვლას.5. ვისაც შეუძლია, დასძინა მან, წამომყვეს და თუ ამ კაცს რაიმე დანაშაული მიუძღვის, ბრალი დასდოსო.
მოციქულთა საქმეები თავი 25