მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 26:2

1. აგრიპამ უთხრა პავლეს: ნება გეძლევა შენსავე თავზე ილაპარაკო. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა:2. მეფეო აგრიპა, ბედნიერი ვარ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიაც ბრალს მდებენ იუდეველნი.3. მით უმეტეს, რომ იცნობ იუდეველთა ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხს. ამიტომაც გთხოვ დიდსულოვნად მისმინო.
მოციქულთა საქმეები თავი 26
2. მეფეო აგრიპა, ბედნიერი ვარ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიაც ბრალს მდებენ იუდეველნი.
თავი ლ̂ზ. ბერენიკეს და აღრიპპაჲს მოსლვისათჳს და კუალად განკითხვისა პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო აღრიპა ჰრქუა პავლეს: ბრძანებულ არს შენდა თავისა შენისათჳს სიტყუად. მაშინ პავლე განყო ჴელი, მიუგებდა და თქუა: ყოველთათჳს, რომელითა მაბრალობენ მე ჰურიანი, მეფე აღრიპპა, შემირაცხიეს თავი ჩემი ნეტარად, რამეთუ შენ წინაშე მეგულების დღეს სიტყჳს-გებად. უფროჲსღა, რამეთუ მეცნიერ ხარ შენ ყოველთა მათ ჩვეულებათა და ძიებათა ჰურიათასა. ამისთჳს გევედრები, სულგრძელებით ისმინე ჩემი (26,1-3).:

თარგმანი: არა იტყვს, უბრძანეს რაჲ სიტყუად ვითარმედ: რაჲსა-ღა მკითხავთ, რაოდენ გზის განკითხულსა ამას და აწ კეისრისა წინაშე წარდგომად განმზადებულსა. არამედ, ვითარ-იგი ჩუენდა უსწავლიეს, თჳთცა მზა არს სიტყჳს-გებად ყოველთა, რაოდენნი რავდენ-გზისცა ითხოვდენ მისგან სიტყუასა. ამას თანა, არა ჰლიქნის, არამედ, ვითარცა მეცნიერისა მიმართ შჯულისა ძიებათაჲსა, ესრეთ წადიერ არს სიტყჳს-ყოფად აღრიპპაჲს მიმართ. ამისთჳს ნეტარ უწოდს თავსა თჳსსა, რამეთუ წინაჲსწარ ხედავს მტერთა მიერ წამებასა ჭეშმარიტებისასა, ვითარ-იგი თქუა აღრიპპა შემდგომად სმენისა პავლეს სიტყუათაჲსა, ვითარმედ: "მცირედღა და მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად". ვინაჲცა აწ ითხოვს მოციქული სულგრძელებით სმენასა და იტყჳს:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის