თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ არა ახლის-მეტყუელ ვარ, არამედ წინაჲსწარმეტყუელთა მიერ თქუმულსა მას ყოფადთა საქმეთა წინა-მოსწავებასა ვქადაგებ. ხოლო ესე ყოველთა შორის ცხად არს, ვითარმედ აღსავსე არს წიგნები წინაჲსწარმეტყუელთაჲ წინა-მოსწავებითა აღსასრულსა ჟამთასა ქმნილისა ამის ქრისტეს განკაცებისაჲთა, რომელსა პავლე ქადაგებდა და საყუედრელ საგონებელისაცა ამისთჳს ვნებისა მისისა მოსე იტყჳს: ხედვიდეთ ცხორებასა თქუენსა დამოკიდებულსა წინაშე თუალთა თქუენთა; არამედ ესე მიფარულად-რე თქუმულისაგან გამოიძიე, ვითარმედ პირველ ზოგადისა მის მკუდართა აღდგომისა აღდგომაჲ უფლისაჲ ნათლად მოეფინა ყოველსა სოფელსა, რამეთუ იქმნა პირმშო მკუდართა აღდგომისა, ვინაჲთგან სხუანი, რომელნიცა სადა აღდგეს მკუდარნი, კუალად მოკუდეს, ხოლო საუკუნოჲსა მის დაუსრულებელისა და კუალად უკუდავისა აღდგომისა პირმშოდ იგი მხოლოჲ აღდგომილ არს — უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელმან შემდგომად აღდგომისა მისისა სრულ ყვნა სიტყუანი წინაჲსწარმეტყუელთანი მოქცევისათჳს წარმართთაჲსა, ვითარ მოსე იტყჳს: იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა; და კუალად სხუაჲ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: აპა ესერა მიგეც შენ...
მოციქულთა საქმეები 26:23
22. მაგრამ, ღვთის შეწევნით, დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ დიდსა თუ მცირეს და არაფერს ვამტკიცებ, გარდა იმისა, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო;23. რომ უნდა ვნებულიყო ქრისტე და პირველი აღმდგარიყო მკვდრეთით, რათა ეუწყებინა ნათელი ხალხისა და წარმართებისთვის.24. ასე რომ იცავდა თავს, ფესტუსმა ხმამაღლა შესძახა: შმაგობ, პავლე, მეტისმეტ ცოდნას გაუშმაგებიხარ!
მოციქულთა საქმეები თავი 26