მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 26:25

24. ასე რომ იცავდა თავს, ფესტუსმა ხმამაღლა შესძახა: შმაგობ, პავლე, მეტისმეტ ცოდნას გაუშმაგებიხარ!25. ხოლო მან თქვა: კი არა ვშმაგობ, მძლეთამძლეო ფესტუს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვამბობ.26. ვინაიდან იცის ეს მეფემ, ვის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ. ვერ დავიჯერებ, რომ მისთვის აქედან დაფარული იყოს რაიმე, ვინაიდან ეს სადღაც გადაკარგულში როდი მომხდარა.
მოციქულთა საქმეები თავი 26
25. ხოლო მან თქვა: კი არა ვშმაგობ, მძლეთამძლეო ფესტუს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვამბობ.
თავი ლ̂ზ. ბერენიკეს და აღრიპპაჲს მოსლვისათჳს და კუალად განკითხვისა პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარ-იგი ამას ეტყოდა, ფესტოს დიდითა ჴმითა თქუა: ჰბორგი პავლე, რამეთუ მრავალნი წიგნნი შენნი სიცბილად მიგაქცევენ შენ. ხოლო პავლე თქუა: არა ვბორგი, მჴნეო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტებისა და სიწმიდისა სიტყუათა ვიტყჳ, რამეთუ მეცნიერ არს ამისთჳს მეფე, რომლისა მიმართცა კადნიერად ვიტყჳ, რამეთუ დაფარვად მისსა არა რაჲსამე ამათგანისა ვირწმუნო, რამეთუ არცა დაფარულსა ადგილსა ქმნილ არს ესე (26,24-26).:

თარგმანი: ვინაჲთგან ყოველივე სიტყუაჲ თჳსი აღრიპპა მეფისა მიმართ მიაქცია პავლე, ამისთჳს განრისხნა ფესტოს, ვითარმცა ჰვნებოდა რაჲმე პავლესგან, და ბორგნეულ უწოდს მას, ვითარცა განსრულსა ცნობისაგან, ხოლო პავლე გონიერად სიტყუა-უგებს, ვითარმედ: ესე აღრიპპა, ვითარცა მეცნიერი წინაჲსწარმეტყუელთა თქუმულისაჲ, არა სიბორგილ უწოდს სიტყუათა ჩემთა, არამედ ჭეშმარიტებისა და სიწმიდისად. ამისთჳს, ვითარცა მეცნიერსა, მე არარაჲ დაუფარო, ხოლო შენ და შენ თანა ჰრომით მოსრულთა, გინდა-ღა-ვე თუმცა ცნობაჲ ქადაგებისა ჩემისაჲ, არა ყურესა ერთსა, არცა დაფარულსა ადგილსა ქმნილ არს ჯუარცუმაჲ და აღდგომაჲ ქრისტესი, რომელსა მე ვქადაგებ, არამედ შორის ყოვლისა სოფლისა, ქალაქსა შინა იერუსალემსა, ვინაჲ-იგი განისმა ყოველთა კიდეთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის