მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 26:27

26. ვინაიდან იცის ეს მეფემ, ვის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ. ვერ დავიჯერებ, რომ მისთვის აქედან დაფარული იყოს რაიმე, ვინაიდან ეს სადღაც გადაკარგულში როდი მომხდარა.27. გწამს, მეფეო აგრიპა, წინასწარმეტყველთა სიტყვები? ვიცი, რომ გწამს.28. ხოლო აგრიპამ პავლეს უთხრა: ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ.
მოციქულთა საქმეები თავი 26
27. გწამს, მეფეო აგრიპა, წინასწარმეტყველთა სიტყვები? ვიცი, რომ გწამს.
თავი ლ̂ზ. ბერენიკეს და აღრიპპაჲს მოსლვისათჳს და კუალად განკითხვისა პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
გრწამსა, მეფე აღრიპპა, წინაჲსწარმეტყუელთაჲ? ვიცი, რამეთუ გრწამს (26,27).:

თარგმანი: ესე აღრიპპა ძე არს მის აღრიპპა ჰეროდესი, რომელმან მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, და ამასცა ჰეროდე უწოდიან, ვინაჲცა მეოთხე არს ესე ჰეროდესითგან, რომელმან მოსრნა ჩჩჳლნი, და ჰეროდესითგან, რომელმან მოკლა წინამორბედი. ამათ ორთაჲ მესამე იყო ჰეწოდე აღრიპპა მკლველი იაკობ ზებედესისაჲ და მამაჲ ამის მეოთხისა ჰეროდე აღრიპპაჲსი, რომელი-ესე აწ დისა თჳსისა ბერენიკეს თანა მოვიდა ხილვად ფესტოჲსსა, რომლისა მიმართ პავლე, ვითარცა შჯულის მეცნიერისა სიტყუა-ჰყოფს და წამებს, ვითარმედ მორწმუნე არს წინაჲსწარმეტყუელთაჲ, ხოლო რომელსა წინაჲსწარმეტყუელთაჲ ჭეშმარიტებით ჰრწმენეს, მისგან ადვილ არს ქრისტეს სარწმუნოებად მოსლვაჲ, რაჟამს გულისჴმა-ყვნეს ყოველნი იგი მათ მიერ თქუმულნი წინა-მოსწავებანი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის