თარგმანი: რასა იტყჳ, ჵ პავლე, კრულებათა მაგათთჳს, რომლითა ყოველსა ადგილსა იქადი და შეიმკვები! აქა იჯმნია და გარე-მიქცევით ეტყჳ, ვითარმედ: "თჳნიერ კრულებათა ამათ"? მოგჳგებს მოციქული: არა ჩემგან გარე-მივაქცევ საკრველთა ამათ, რომელნი უფროჲს პორფირისა სამეუფოჲსა შემირაცხიან გჳრგჳნად სიქადულისა, არამედ უძლურებასა თანა მსმენელთასა დავმდაბლდები. ნუ-უკუე საძნაურ რაჲ უჩნდენ კრულებანი ესე, მის ძლით კიდე-დაშთენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა. ამისთჳს საწადელსა მას ხოლო და უჭირველსა და უსაჭიროესად საჴმარსა ულოცავ, რაჲთა სარწმუნოებად მოვიდენ ქრისტესსა, ხოლო ესე შემდგომიღა არს და მჴნეთაჲ ოდენ, რაჲთა, რაჟამს მემსგავსნენ სარწმუნოებითა, მებაძვნენ კრულებითაცა, რამეთუ არავინ სადგმელი ახლისა და უმურკნველისა სამოსლისაჲ შეადგის სამოსელსა ძუელსაო, —მეუფე და მჴსნელი ჩემი ქრისტე მასწავებს.
მოციქულთა საქმეები 26:29
28. ხოლო აგრიპამ პავლეს უთხრა: ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ.29. პავლემ კი თქვა: ღმერთმა ინებოს, რომ, ცოტადაც და ბევრადაც, მარტო შენ კი არა, არამედ ყველა, ვინც დღეს მისმენს, ისეთი გახდეს, როგორიც მე ვარ, ცხადია, ამ ბორკილების გარეშე.30. ეს რომ თქვა, მეფე და მმართველი, ბერნიკე და მათთან მსხდომნი წამოიშალნენ,
მოციქულთა საქმეები თავი 26