თარგმანი: სამართალითა ბჭობითა ყოველნი იტყოდეს - მეფე აღრიპაა და მთავარი ფესტოს და ბერენიკე, დაჲ აღრიპპაჲსი, ყოვლით სიმრავლითურთ ათასისთავთა და ერისაჲთ, ვითარმედ: უბრალო არს პავლე და ღირს თავისუფლებისა, არა ხოლო სიკუდილისაგან, არამედ ჯაჭუთაგანცა და პყრობილებისა. ხოლო ესე საღმრთოჲსა განგებულებისაჲ იყო, რომელ თქუა პაელე, ვითარმედ: კეისარსა უღაღადებ. და ამით ვერღარა-ვის ჴელ-ეწიფებოდა სხუასა განტევებაჲ მისი თჳნიერ კეისრისა. რაჲთა, ვითარ-იგი მეუფე ჩუენი ქრისტე თჳნიერ ყოვლისა ბრალისა უშჯულოთა თანა შეირაცხა უცოდველი იგი, ეგრეთვე პავლე, მართალი და უბრალოჲ პყრობილთა თანა შეირაცხოს, და, ვითარცა განსაკითხავად წარგზავნილი, წარდგეს კეისრისა, ვითარცა მოძღუარი მისი წინაშე პილატესსა, და აღავსნეს დაკლებულნი იგი ჭირნი ქრისტესნი ჴორცითა მით თჳსითა, და ზიარებული სიკუდილისაჲ ზიარ დიდებისა მისისა იქმნეს.
მოციქულთა საქმეები 26:32
31. განზე გავიდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ეს კაცი, თავისი ქცევით, არც სიკვდილს იმსახურებს და არც ბორკილებსო.32. ხოლო აგრიპამ უთხრა ფესტუსს: შეიძლებოდა გაგვეთავისუფლებინა ეს კაცი, კეისრის მსჯავრი რომ არ მოეთხოვა.
მოციქულთა საქმეები თავი 26