მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 27:10

9. მაგრამ რაკი საკმაო ხანმა განვლო და ცურვა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ:10. როგორც ჩანს, ხალხო, მგზავრობა ძნელი და სახიფათო იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისთვისაც.11. მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის პატრონს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს.
მოციქულთა საქმეები თავი 27
10. როგორც ჩანს, ხალხო, მგზავრობა ძნელი და სახიფათო იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისთვისაც.
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ამცნებდა მათ პავლე და ეტყოდა: კაცნო ძმანო, ვხედავ, რამეთუ ჭირი და ზღვევაჲ მრავალი ყოფად არს არა ხოლო თუ ტჳრთისა და ნავისაჲ, არამედ თავნიცა ჩუენნი წარწყმედად არიან ნავისა თანა. ხოლო ასისთავი იგი მენავეთ-მოძღუარსა მას და ნავისა უფალსა ერჩდა უფროჲს, ვიდრეღა პავლეს სიტყუათა (27,9-11).:

თარგმანი: იხილე ყოვლად აღუზუავებელი გონებაჲ მოციქულისაჲ, რამეთუ, რასა იგი წინაჲსწარმეტყუელებს ყოფადთა შემთხუევისათჳს, რეცა გამოცდილებასა აჩემებს და ეგრეთ უთხრობს, ვითარმედ: ვხედავ რეცა თუ ქარსა და ჰაერთა, ვითარმედ ესე და ესე შეგუემთხუევის; არამედ მან გამოცხადებით უწყოდა ყოფადი. რამეთუ მას ჟამსა განწირულ იყვნეს დანთქმად, ხოლო უკუანაჲსკნელ პავლეს მიჰმადლნა ღმერთმან სულნი იგი ნავსა შინა მყოფთანი, რაჲთა არცა ერთი წარწყმდეს ტჳრთისა თანა და ნავისა. ნუ-უკუე და პირველ ამისთჳს გამოეცხადა ყოფადი, რაჲთა არა ხოლო თქუას, არამედ რაჲთა ილოცოს-ცა სულთა მათ მიმადლებად მისსა. რამეთუ მარადის ამისთჳს იქმს ღმერთი წინა-მოსწავებასა რისხვისასა, რაჲთა, უკუეთუ მოვიქცეთ და შევინანოთ, გარე-წარგუჴადოს რისხვაჲ, ვითარ-იგი ნინეველთა. გარნა შენ იხალე, ვითარ კაცობრივითა გულის-სიტყჳთა ნავის უფალსა მას და საჭის-მპყრობელსა ნავისასა მიერჩის ასისთავი იგი უფროჲს პავლესსა, რამეთუ ჰგონებს მათ მქონებელად უმეტესისა გამოცდილებისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის