თარგმანი: ადგილისა მის უმარჯობისაგან განიზრახეს მიქცევაჲ ფინიკით კერძო, რაჲთა, დაღაცათუ ვერ ვიდოდინ, მარჯუე ეპოოს მათ დასაზამთრებელად ნავთსაყუდელი კრიტისაჲ, რომელი-იგი ხედავს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ჩრდილოჲთ და ადგილით კერძო, რომელ-ესე სახელი არს კერძოთა რომელთაჲმე, თჳსაგან განკუთნვილი ესრეთ: ლივა და ხორონ.
11. მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის პატრონს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს.12. და რაკი ნავმისადგომი გამოსაზამთრებლად მოუხერხებელი იყო, უმრავლესობამ გზის გაგრძელება არჩია, რათა როგორმე მიეღწიათ კრეტეს ნავსადგურფენიქსისათვის, რომელიც, ერთის მხრივ, სამხრეთ-დასავლეთის, მეორეს მხრივ კი ჩრდილო-დასავლეთის ქარებისკენაა მიქცეული, და იქ გამოეზამთრებინათ.13. დაჰბერა სამხრეთის ქარმა და რაკი ეგონათ, ეგ არის, ნატვრა აგვიხდაო, ღუზა აუშვეს და კრეტეს გასწვრივ გაცურეს.
მოციქულთა საქმეები თავი 27