თარგმანი: ესე მრავალ გზის შეემთხუევის გამოუცდელთა მენავეთა, რომელ მკუეთრ მობერვასა რომლისამე ქარისასა განჰყვიან, და რაჟამს იქცის ქარი, უადგილოსა ადგილსა ღელვასა დაემთხჳნიან შორიელობითა ნავთსაყუდელისაჲთა, ნუ-უკუე და და-ცა—ინთქნიან. ესრეთ ყვეს აწინდელთა ამათ მენავეთა; სხუასა ქარსა განჰყვეს, რომელი მარჯუჱ იყო, და მყის სხუამან მოჰბერა და შეაცთუნნა და მრავალ დღე ღელვა-გუემულ ყუნა.
მოციქულთა საქმეები 27:13
12. და რაკი ნავმისადგომი გამოსაზამთრებლად მოუხერხებელი იყო, უმრავლესობამ გზის გაგრძელება არჩია, რათა როგორმე მიეღწიათ კრეტეს ნავსადგურფენიქსისათვის, რომელიც, ერთის მხრივ, სამხრეთ-დასავლეთის, მეორეს მხრივ კი ჩრდილო-დასავლეთის ქარებისკენაა მიქცეული, და იქ გამოეზამთრებინათ.13. დაჰბერა სამხრეთის ქარმა და რაკი ეგონათ, ეგ არის, ნატვრა აგვიხდაო, ღუზა აუშვეს და კრეტეს გასწვრივ გაცურეს.14. მაგრამ სულ მალე კუნძულის მხრიდან ამოვარდა გრიგალი, ეგრეთ წოდებული ევროკლიდონი;
მოციქულთა საქმეები თავი 27