თარგმანი: აწღა იწყეს რწმუნებად პავლესსა, რაჟამს განისწავლნეს ჭირისა მისგან განგრძობილისა და მიმოდაიტაცნეს უფსკრულსა შინა ანდრიასა. და მენავენი იგი ჯერეთ ვერაგობენ-ღა და გონიერობენ მოზომითა და სანდლითა ლტოლვასა. ხოლო პავლე აყენებს, არა თუ საჴმრად რადმე ნავისა, არამედ რაჲთა არა განცრუვნეს წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი, არცა ცუდ იქმნეს ლოცვაჲ მისი ზოგად ყოველთა ცხორებისათჳს, ვინაჲთგან უწყოდა, ვითარმედ, უკუეთუ განეშორნენ მათ, დანთქმად არიან ჴუამალდითა მით, რამეთუ ნავი იგი და მას შინა მყოფნი პავლესთჳს იცვებოდეს. ამისთჳს შეაშინა ასისთავი იგი მის თანა მჴედრებითურთ, რაჲთა არა განუტევნენ მენავენი იგი, რომელნი დაინთქმოდეს ურწმუნოებითა პავლეს სიტყუათაჲთა. ხოლო ასისთავმან, ჭირთა მათგან მორწმუნე ქმნულმან, ისმინა პავლესი, განუკუეთა საბელი და ჴუამალდი იგი წარსატაცებელ ყო ღელვათა.
მოციქულთა საქმეები 27:28
27. მეთოთხმეტე ღამე რომ დადგა, რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას მეზღვაურები მიხვდნენ, რომ რომელიღაც ნაპირს ვუახლოვდებოდით.28. გაზომეს სიღრმე და გამოვიდა ოცი მხარი; ცოტა მოშორებით ისევ გაზომეს და გამოვიდა თხუთმეტი მხარი.29. შეეშინდათ, ვაითუ მეჩეჩზე დავჯდეთო, კიჩოდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და განთიადს დაელოდნენ.
მოციქულთა საქმეები თავი 27