თარგმანი: აწღა იწყეს რწმუნებად პავლესსა, რაჟამს განისწავლნეს ჭირისა მისგან განგრძობილისა და მიმოდაიტაცნეს უფსკრულსა შინა ანდრიასა. და მენავენი იგი ჯერეთ ვერაგობენ-ღა და გონიერობენ მოზომითა და სანდლითა ლტოლვასა. ხოლო პავლე აყენებს, არა თუ საჴმრად რადმე ნავისა, არამედ რაჲთა არა განცრუვნეს წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი, არცა ცუდ იქმნეს ლოცვაჲ მისი ზოგად ყოველთა ცხორებისათჳს, ვინაჲთგან უწყოდა, ვითარმედ, უკუეთუ განეშორნენ მათ, დანთქმად არიან ჴუამალდითა მით, რამეთუ ნავი იგი და მას შინა მყოფნი პავლესთჳს იცვებოდეს. ამისთჳს შეაშინა ასისთავი იგი მის თანა მჴედრებითურთ, რაჲთა არა განუტევნენ მენავენი იგი, რომელნი დაინთქმოდეს ურწმუნოებითა პავლეს სიტყუათაჲთა. ხოლო ასისთავმან, ჭირთა მათგან მორწმუნე ქმნულმან, ისმინა პავლესი, განუკუეთა საბელი და ჴუამალდი იგი წარსატაცებელ ყო ღელვათა.
მოციქულთა საქმეები 27:31
30. ხოლო რაკი მეზღვაურებმა ხომალდიდან გაქცევა დააპირეს და შეეცადნენ ზღვაში ჩაეშვათ ნავი, იმ საბაბით, თითქოს ხომალდის ცხვირიდანაც უნდოდათ ღუზის ჩაშვება, -31. პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: თუ ისინი ხომალდზე არ დარჩებიან, ვეღარაფერი გიხსნითო.32. მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს თოკები და ნავი ზღვაში ჩავარდა.
მოციქულთა საქმეები თავი 27