მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 27:33

32. მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს თოკები და ნავი ზღვაში ჩავარდა.33. განთიადისას პავლემ ყველას შესთავაზა პური ეჭამათ და თქვა: აგერ უკვე თოთხმეტი დღეა, რაც მოლოდინში უზმოდა ხართ და ლუკმა არ ჩაგიდევთ პირში.34. ამიტომაც გთხოვთ, საჭმელი ჭამოთ, რაც საჭიროა თქვენსავ სახსნელად, ვინაიდან არცერთი თქვენგანის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება.
მოციქულთა საქმეები თავი 27
33. განთიადისას პავლემ ყველას შესთავაზა პური ეჭამათ და თქვა: აგერ უკვე თოთხმეტი დღეა, რაც მოლოდინში უზმოდა ხართ და ლუკმა არ ჩაგიდევთ პირში.
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა განთენდებოდა, ჰლოცვიდა ყოველთა პავლე მიღებად საზრდელისა და ჰრქუა: მეათოთხმეტე დღე არს დღეს, ვინაჲთგან უზმათა დაგიყოფიეს და არარაჲ მიგიღებიეს. ამისთჳს გლოცავ თქუენ მიღებად საზრდელისა, რამეთუ ესე თქუენის ცხორებისათჳს არს. რამეთუ არავისი თქუენგანისაჲ თმაჲ ერთი თავისაჲ წარწყმედად არს. და ესე ვითარცა თქუა, მოიღო პური, ჰმადლობდა ღმერთსა წინაშე ყოველთასა და განტეხა და იწყო ჭამად. გულსმოდგინე იქმნნეს ყოველნი და მათცა მიიღეს საზრდელი. ხოლო ვიყვენით ნავსა მას შინა ყოველნი კაცნი ორას სამეოც და ათექუსმეტი სული (27,33-37).:

თარგმანი: ესე კუალად სხუაჲ საკჳრველებაჲ, თუ ვითარ ღელვათავე ჭირსა თანა სიყმილითაცა განიკაფებოდეს ესოდენთა მათ დღეთა და არცა ერთი მათგანი მოკუდა. ვინაჲცა აწ, ვითარცა განრომილთა და ცხორებასა მიმთხუეულთა, უზრუნველად უტყჳს მათ პავლე მიღებად საზრდელისა, "რამეთუ ესე თქუენისა ცხორებისათჳს არს". რაჲ "ესე"? არამედ მიღებაჲ საზრდელისაჲ მიზეზ სიცოცხლისა ექმნების, რაჲთა არა მოსწყდენ სიყმილითა, რომელთაჲ-იგი ღმერთსა უბრძანებიეს არცაღა თმაჲ ერთი მათი წარწყმედად ღელვათა მიერ. ესე თქუა და პირველად თჳთ სახე განუგო ჭამისაჲ, რაჲთა პირველად მადლი შეწირონ ღმრთისა, რომელმან ესოდენთა დღეთა მისცა მათ ძალი არა წარწყმედად შიშისა მიერ და სიყმილისა, და ეგრეთღა ჭამონ და განძლიერდენ, ვითარცა მორწმუნე ქმნილნი ცხოვნებისანი, ესოდენნი იგი მრავალრიცხუნი და ყოველნი ღმრთისა მიერ განრინებულნი და განძლიერებულნი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის