თარგმანი: ესე კუალად სხუაჲ საკჳრველებაჲ, თუ ვითარ ღელვათავე ჭირსა თანა სიყმილითაცა განიკაფებოდეს ესოდენთა მათ დღეთა და არცა ერთი მათგანი მოკუდა. ვინაჲცა აწ, ვითარცა განრომილთა და ცხორებასა მიმთხუეულთა, უზრუნველად უტყჳს მათ პავლე მიღებად საზრდელისა, "რამეთუ ესე თქუენისა ცხორებისათჳს არს". რაჲ "ესე"? არამედ მიღებაჲ საზრდელისაჲ მიზეზ სიცოცხლისა ექმნების, რაჲთა არა მოსწყდენ სიყმილითა, რომელთაჲ-იგი ღმერთსა უბრძანებიეს არცაღა თმაჲ ერთი მათი წარწყმედად ღელვათა მიერ. ესე თქუა და პირველად თჳთ სახე განუგო ჭამისაჲ, რაჲთა პირველად მადლი შეწირონ ღმრთისა, რომელმან ესოდენთა დღეთა მისცა მათ ძალი არა წარწყმედად შიშისა მიერ და სიყმილისა, და ეგრეთღა ჭამონ და განძლიერდენ, ვითარცა მორწმუნე ქმნილნი ცხოვნებისანი, ესოდენნი იგი მრავალრიცხუნი და ყოველნი ღმრთისა მიერ განრინებულნი და განძლიერებულნი.
მოციქულთა საქმეები 27:37
36. მაშინ ყველანი გამხნევდნენ და თვითონაც შეუდგნენ ჭამას.37. ხოლო ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით.38. როცა დანაყრდნენ, ხომალდისთვის ტვირთი რომ შეემსუბუქებინათ, ზღვაში გაყარეს ხორბალი.
მოციქულთა საქმეები თავი 27