თარგმანი: კესარიით რაჲ შთავიდეს სიდონდ. ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, კაცთმოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა მისთა თანა მიმავალსა მოღუაწებისა მიმთხუევაჲ. ესე იგი არს, რამეთუ ფრიადისა უღონოებისაგან ენება პავლეს, რაჲთა მივიდეს მეგობართა თჳსთა თანა და მიემთხჳოს კაცთმოყუარებასა ძმათაგან მიღებითა ქველის-საქმისაჲთა. ვინაჲცა შეეწყალა იგი ივლიოსს ფრიადისა მისთჳს უპოვარებისა და განგრძობილისა პყრობილების, და უბრძანა, რაჲთა წარვიდეს და ითხოვოს, რაჲცა უჴმდეს საგზლად გზისა. არამედ შენ იხილე, ვითარ პყრობილებათა და კრულებათა ზედა დაერთო ღელვაგუემულებაჲცა და წინა-აღდგომაჲ ქართაჲ, რაჲთა ყოვლით კერძო თავს-დებითა ჭირთაჲთა უმეტეს განითქუას მჴნე იგი და ახოვანი სული პავლესი.
მოციქულთა საქმეები 27:4
3. მეორე დღეს მივადექით სიდონს. იულიუსმა კაცთმოყვარეობა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო მოენახულებინა მეგობრები, რათა მათგან შემწეობა მიეღო.4. როცა კვლავ ავუშვით აფრა, კიპროსისკენ გავწიეთ პირქარის გამო.5. კილიკიისა და პამფილის გასწვრივ ცურვით გავლიეთ ზღვა და ლიკიის მირაში ჩავედით,
მოციქულთა საქმეები თავი 27