თარგმანი: იხილე სახიერებაჲ ღმრთისაჲ, რომელ განთენებამდე დაიცვა ნავი, და კაცთა მათ სიყმილი განაძღო, ვიდრეღა იფქლისაცა გარდასხმითა ღონე-ჰყოფდეს შეწევნად ნავისა, არამედ ვინაჲთგან დაჴსნაჲ მისი ბრძანებულ იყო, ყოველი დონე უძჳრესად მიიწეოდა მისთჳს. რამეთუ ესოდენღა სცვიდა მას ღმერთი, ვიდრემდის მიაახლნეს ჴმელსა სულნი იგი ორას სამეოც და ათექუსმეტნი.
მოციქულთა საქმეები 27:40
39. მაგრამ როდესაც ინათა, ხმელეთი ვერ იცნეს, მხოლოდ სანაპიროში შეჭრილი ყურე შენიშნეს, რომელშიაც გადაწყვიტეს ხომალდით შესვლა, თუკი შეძლებდნენ.40. ღუზები გადაჭრეს და ზღვაში ჩატოვეს, იმავდროულად მოუშვეს საჭის საკვრელიც, ქარის საპირისპიროდ აღმართეს მცირე აფრა და ნაპირისკენ აიღეს გეზი.41. მაგრამ წყალგამყოფ კლდეს დაეჯახნენ და მეჩეჩზე დაჯდნენ; ხომალდი ცხვირით ჩაერჭო წყალში, კიჩოს კი აბობოქრებული ტალღები ასკდებოდნენ და დალეწვას უქადდნენ.
მოციქულთა საქმეები თავი 27