მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 27:42

41. მაგრამ წყალგამყოფ კლდეს დაეჯახნენ და მეჩეჩზე დაჯდნენ; ხომალდი ცხვირით ჩაერჭო წყალში, კიჩოს კი აბობოქრებული ტალღები ასკდებოდნენ და დალეწვას უქადდნენ.42. მაშინ ჯარისკაცებმა განიზრახეს დაეხოცათ პატიმრები, რომ ვინმეს არ გაეცურა და გაქცეულიყო.43. მაგრამ ასისთავმა, რომელსაც სურდა გადაერჩინა პავლე, ამის ნება არ დართო მათ და ბრძანა, ვისაც შეეძლო, პირველი გადამხტარიყო და ცურვით გასულიყო ხმელეთზე,
მოციქულთა საქმეები თავი 27
42. მაშინ ჯარისკაცებმა განიზრახეს დაეხოცათ პატიმრები, რომ ვინმეს არ გაეცურა და გაქცეულიყო.
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

და ვითარცა განაჩინეს ნავითა წარსლვაჲ ჩუენი იტალიად, მისცეს პავლე და სხუანი ვინმე პყრობილნი ასისთავსა, სახელით ივლიოსს, გუნდისა სევასტიელისაჲ. შევედით ნავსა ადრამიტჳნელსა, რომელი მიმავალ იყო ადგილთა მათ ასიაჲსათა, და, აღვჴედით რაჲ, ჩუენ თანა იყო არისტარხოს მაკედონელი, თესალონიკელი (27,1-2).

თარგმანი: აჰა მოძღუარი ყოვლისა სოფლისაჲ სხუათა პყრობილთა თანა მიეცა ივლიოსს ასისთავსა, რომელი იყო გუნდისაგან სევასტიელთაჲსა, რაჲთა წარიყვანოს იტალიას, რომელ არს ქუეყანაჲ ჰრომისაჲ. ხოლო ნავი იგი, რომელსა აღჴდეს, ასიისა კერძოთა მივიდოდა და იყო იგი ადრამიტჳნელი. კეთილად უკუე განეგო პავლეს და ლუკაჲს თანა ყოფაჲ არისტარხოჲსიცა, რომელი იყო ქუეყანით მაკედონიით, თჳთ მის მაკედონელთა დედაქალაქისა თესალონიკისაჲ, რაჲთა ყოველივე ჰამბავი პავლესი მიუთხრას მაკედონელთა, რაოდენი-რაჲ შეემთხჳა ნავსა შინა.

და მეორესა დღესა შთავედით სიდონდ. კაცთმოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა მისთა თანა მისლვად და მოღუაწებისა მიმთხუევად. და მიერ შევსხედით და თანა-წარვლეთ კჳპრე წინა-აღმდგომებითა ქართაჲთა. მაშინ უკუე უფსკრული იგი კილიკიისა და პამფჳლიისაჲ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის