თარგმანი: აჰა სხუაჲ უცხოთმოყუარე და მსტუმრებელი სამ დღე კაცთა ორას სამეოც და ათექუსმეტთაჲ, არარაჲთ სხჳთა მეცნიერებითა, თჳნიერ ბუნებითითა მით ლმობითა ჭირვეულთა ზედა, ვინაჲცა კეთილსა სასყიდელსა მიემთხჳა პავლესგან, რამეთუ განკურნა მამაჲ მისი უძლურებისაგან. ესრეთ არა თავისა თჳსისა ცხოველ იყო პავლე, არამედ ქრისტესსა, და ყოველსავე სადიდებელად მისსა იქმოდა, და ოდეს ღონე იყვის, ჴელთა თჳსთა კმა-იყოფდის მისთჳს და მის თანა მყოფთა საზრდელად. ხოლო აწ ვინაჲთგან ერი მრავალი იყო მის თანა და ერთისა ჴელნი ვერ კმა-ეყოფოდეს მათ, დაღაცათუმცა ჰქონებოდა ჟამი და სიმარჯუე საქმისაჲ, ამისთჳს განამრავლა საქმე კურნებათაჲ და მით გამოზარდნა მის თანა მყოფნი საზრდელითა ჴორციელითა, ხოლო მის სოფლებისანი — საზრდელითა სულიერითა; რამეთუ არარაჲთ ესრეთ მოიქცევიან ურწმუნონი, ვითარ ხილვითა სასწაულთაჲთა. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ არათუმცა სარწმუნოებად მოსრულ იყვნეს მრავალნი კაცთაგან მის სოფლებისათა, არამცა სამ თუე ეპყრნეს იგინი მუნ მრავლითა პატივითა, და მიერ აღგებულნი საგზლითა წარევლინნეს. ესე ყოველი წარჰმართეს კრულებათა პავლესთა, რამეთუ მე არა ხოლო მის ჭალაკებისაგანთა,...
მოციქულთა საქმეები 28:10
9. ამ ამბის შემდეგ, ვისაც კი რაიმე სენი სჭირდა ამ კუნძულზე, მოდიოდა და იკურნებოდა.10. სანაცვლოდ დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს.11. სამი თვის შემდეგ ჩავსხედით დიოსკურების ნიშნიან ალექსანდრიულ ხომალდში, რომელსაც კუნძულზე გამოეზამთრა.
მოციქულთა საქმეები თავი 28