მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 28:15

14. სადაც ვინახულეთ ძმები, რომლებმაც გვთხოვეს, შვიდი დღე დაგვეყო მათთან, შემდეგ კი რომისკენ ავიღეთ გეზი.15. ჩვენი ამბავი რომ გაეგოთ, იქაური ძმები აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოგვეგებნენ; მათი დანახვისას პავლემ მადლი შესწირა ღმერთს და გამხნევდა.16. როდესაც რომში მივედით, პავლეს ნება დართეს ცალკე ეცხოვრა მის მეთვალყურე ჯარისკაცთან ერთად.
მოციქულთა საქმეები თავი 28
15. ჩვენი ამბავი რომ გაეგოთ, იქაური ძმები აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოგვეგებნენ; მათი დანახვისას პავლემ მადლი შესწირა ღმერთს და გამხნევდა.
თავი ლ̂თ. ვითარ-იგი მელიტონით ჰრომედ მიიწია პავლე
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მიერ ძმათა ესმა ჩუენთჳს და გამოვიდეს შემთხუევად ჩუენდა ვიდრე აპპიოფოროდმდე, და მესამედ ღჳნის საფარდულად, რომელნი იხილნა რაჲ პავლე, ჰმადლობდა ღმერთსა და ნუგეშინის-იცა (28,15).:

თარგმანი: არა ხოლო ზეგარდამოჲსა ჩუენებისა, არამედ კაცობრივ ძმათა ხილვისაცა საქმე ნუგეშინის-სცემს პავლეს, და აღსძრავს მადლობად ღმრთისა მათთჳს, რომელთა-იგი ესმა რაჲ ჰრომს მისლვაჲ მისი, არღარა ჰგებდეს ქალაქად შესლვასა მისსა. არამედ ფრიადითა მჴურვალებითა სარწმუნოებისაჲთა მოეგებვოდეს მას შორს გარეგან ქალაქისა, ადგილთა, რომელთაგანსა პირველსა აპპიოჲს ფორი ეწოდებოდა. რამეთუ აპპიოს ვისმე აქუნდა და თჳსად ფორად სახელ-ედვა, ესე იგი არს ხატად თჳსსა, რამეთუ ჰრომთა ენითა სამეუფოთა ძეგლთა ფორო ეწოდების. ხოლო მეორედ იყო ღჳნის საფარდული მესამე, რამეთუ, ჩუეულებისაებრ დიდთა ქალაქთაჲსა, გზასა ზედა ქალაქად შემყვანებელსა იყვნიან ჰანდუჰიონნი გინა თუ ღჳნის საფარდულნი. ვინაჲცა აწინდელი ესე ადგილი მესამე ღჳნის სავაჭროჲ იყო მიერ ჰრომითგან აღრიცხული.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის