თარგმანი: უკუეთუ პირველ ესოდენთა სასწაულთა ხილვისა კაცთმოყუარებასა აჩუენებდა ივლიოს პავლესთჳს, რაჲ საკჳრველ არს აწ, უკუეთუ უპატიოსნეს სხუთა პყრობილთასა ჰყვანდა იგი, რომლისაგან ესოდენნი ძალნი ეხილვნეს და ყოვლითა თავისუფლებითა მინდობილ იყო პყრობასა მისსა, რამეთუ არცა ერთი შიში აქუნდა მისგან ლტოლვისაჲ, არამედ წესისათჳს ოდენ და სხუათა გონებისა აღშენებისა ქმნა ერთისა მის ერისკაცისაჲ მცველად მისსა დადგინებაჲ რაჲთა არა შეჰრაცხონ იგი უწესოებით განტევებულად, რომელი ესოდენ კრძალულებით ბრძანებულ იყო დაცვად ვითარმედ წარადგინონ წინაშე კეისრისა.
მოციქულთა საქმეები 28:16
15. ჩვენი ამბავი რომ გაეგოთ, იქაური ძმები აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოგვეგებნენ; მათი დანახვისას პავლემ მადლი შესწირა ღმერთს და გამხნევდა.16. როდესაც რომში მივედით, პავლეს ნება დართეს ცალკე ეცხოვრა მის მეთვალყურე ჯარისკაცთან ერთად.17. სამი დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული იუდეველნი და, როცა შეგროვდნენ, უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, არც ხალხის მიმართ შემიცოდავს და არც მამაპაპეული ადათის წინაშე, მაგრამ იერუსალიმიდან მაინც შეკრული მიმცეს ხელში რომაელებს,
მოციქულთა საქმეები თავი 28