მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 28:18

17. სამი დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული იუდეველნი და, როცა შეგროვდნენ, უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, არც ხალხის მიმართ შემიცოდავს და არც მამაპაპეული ადათის წინაშე, მაგრამ იერუსალიმიდან მაინც შეკრული მიმცეს ხელში რომაელებს,18. რომლებმაც დამკითხეს და ჩემი განთავისუფლება უნდოდათ, რადგანაც არ მიმიძღვის არავითარი ისეთი ბრალი, სიკვდილს რომ ვიმსახურებდე.19. მაგრამ რაკი იუდეველები დამიპირისპირდნენ, იძულებული გავხდი კეისრის მსჯავრი მომეთხოვა, თუმცა იმიტომ კი არა, რომ ბრალი დამედო ჩემი ხალხისთვის.
მოციქულთა საქმეები თავი 28
18. რომლებმაც დამკითხეს და ჩემი განთავისუფლება უნდოდათ, რადგანაც არ მიმიძღვის არავითარი ისეთი ბრალი, სიკვდილს რომ ვიმსახურებდე.
თავი მ̂. ჰრომს შინა სწავლისათჳს, რომელ ყო პავლე პურიათა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და იყო შემდგომად სამისა დღისა მოუწოდა პავლე, რომელნი-იგი იყვნეს მუნ ჰურიანი მთავარნი, და ვითარ მოკრბეს იგინი, ეტყოდა მათ: კაცნო ძმანო, მე არარაჲ ბოროტი ვქმენ ერისა მის თანა გინა სჯულისა მამულისა, და კრული იერუსალემით მივეცი ჴელთა ჰრომთასა, რომელთა განმიკითხეს მე და უნდა განტევებაჲ ჩემი. ამისთჳს, რამეთუ არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ იყო ჩემ თანა. და ვითარ-იგი სიტყუას უგებდეს ჰურიანი, ვიიძულე ღაღადის-გდებაჲ კეისრისაჲ. არა თუ ვითარმცა შესმენაჲ რაჲმე მედვა ნათესავისა ჩემისაჲ. ამის უკუე მიზეზისათჳს გლოცევდ თქუენ, რაჲთა მოხჳდეთ და გიხილნე და გეტყოდი, რამეთუ სასოებისათჳს ისრაჱლისა ჯაჭჳ ესე ზედა-მაც მე (28,17-20).:

თარგმანი: ვინაჲთგან არა ჯერ-არს ურწმუნოთა წინაშე ურთიერთას საშჯელი მორწმუნეთაჲ, ამას წინა განჰმართებს პავლე, ვითარმედ არა თავით თჳსით, არამედ თჳთ მათ ჰურიათა მიერ მიცემულ არს ჴელთა ჰრომთასა. და ამის პირისათჳს გულსავსე-ჰყოფს ჰრომს მყოფთა მათ ჰურიათა, რაჲთა არა შეორგულდენ სმენად ქადაგებისა მისისა იჭჳთა ამის გულის-კლებისაჲთა, ვითარმედ შემასმენელად ნათესავისა თჳსისა მოსრულ არს პავლე კეისრისა მიმართ. ამისსა იჭუსა განუქარვებს და პირველად უბრალოებისა თჳსისა მოწამედ მოიყვანებს მთავართა ჰრომთასა ფელიკსს და ფესტოს ლუსიაჲთურთ, ვითარმედ: განმიკითხეს რაჲ, ესოდენ უბრალოდ მპოეს, რომელ განტევებაჲ ჩემი უნდა. და კუალად ჰრომს მისლვისა თჳსისა მიზეზსა იტყჳს, ვითარმედ: ვითარ-იგი არა მე ნებსით მივედ, არამედ იერუსალემს მყოფთა ჰურიათა მიმცეს ჴელთა მთავართაჲსა. ეგრეთვე არცაღა კეისრისა მოვიდოდე, არათუმცა იგინი წინა-აღმდგომ და მაცილობელ იყვნეს განტევებისა ჩემისა. არამედ, ვიხილე რაჲ, ვითარ ჰრომნი მთავარნი განმიტევებდეს, ხოლო თჳსნი ჩემნი ჰურიანი სიტყუას-უგებდეს და სიკუდიდ მემზირებოდეს, მაშინღა ვიიძულე ღაღადის-გდებაჲ კეისრისაჲ. და აწ მოსრულ ვარ არა თუ შემასმენელად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის