თარგმანი: იგივე და ერთი კადნიერებაჲ აქუს მოციქულსა ზოგად მორჩილთა მიმართ და ურჩთა სახარებისათა, და არავისისა ურწმუნოებისათჳს დააყენებს ძალსა სიტყუათა თჳსთასა, ვითარ-ესე აწ ურჩთა მათ სახარებისათა წინა-დაუდებს, ვითარმედ არა მისსა მიმართ, არამედ სულისა წმიდისა მიმართ ურჩ არიან, და მოაჴსენებს მათ სიტყუასა მის მიერ თქუმულსა პირითა ესაიაჲსითა, რომელსა ეუწყა წინა-მოსწავებითი იგი, შემდგომად ჟამთა ყოფადისა მის ქრისტეს მიმართ ურჩებისა ჰურიათაჲსა ბრალი, რამეთუ იხილეს განჴორციელებაჲ მისი, რომლისათჳს სმენით ესმინა წინაჲსწარმეტყუელთაგან და არა ინებეს მიხედვაჲ მისი. და მზა იყო წინაშე მათსა სმენაჲ სიტყუათა მისთაჲ და განცდაჲ პირისა მისისაჲ, რომელი-იგი არა სხჳსა ვისმე, არამედ ცხოვართა მათ მიმართ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა იტყოდა მივლინებულებასა თჳსსა მამისა მიერ. გარნა მათ სიძულილითა დაიყვნეს სახედველნი და სასმენელნი, ვითარცა გულმძიმეთა და თუალმრუმეთა. ამისთჳს უსიტყუელ არიან წინაშე მერმისა მის სამშჯავროჲსა, რამეთუ არცაღა შემდგომად ურწმუნოებისა და ჯუარის-მცუმელობისა განწირნა იგინი უფალმან, არამედ მარადის მზა იყო იგი თავადი მოციქულთა მისთა მიერ...
მოციქულთა საქმეები 28:27
26. „მიდი და უთხარი ამ ხალხს: სმენით მოისმენთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ,27. რადგანაც გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა ვერ იხილონ თვალით, ვერ ისმინონ ყურით, ვერ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.28. მაშ, იცოდეთ, რომ ხსნა ღვთისა მოევლინა წარმართთ, და ისინი ისმენენ კიდეც“.
მოციქულთა საქმეები თავი 28