მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 28:29

28. მაშ, იცოდეთ, რომ ხსნა ღვთისა მოევლინა წარმართთ, და ისინი ისმენენ კიდეც“.29. ეს რომ თქვა, იუდეველები წავიდნენ და ცხარედ დაობდნენ ერთმანეთში.30. ხოლო პავლე მთელი ორი წელი ცხოვრობდა თავის ნაქირავებ ბინაში და ღებულობდა ყველა მასთან მიმსვლელს.
მოციქულთა საქმეები თავი 28
29. ეს რომ თქვა, იუდეველები წავიდნენ და ცხარედ დაობდნენ ერთმანეთში.
თავი მ̂. ჰრომს შინა სწავლისათჳს, რომელ ყო პავლე პურიათა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ესე რაჲ თქუა, წარვიდეს ჰურიანი იგი და ფრიადი გამოძიებაჲ აქუნდა თავთა შორის თჳსთა (28,29).:

თარგმანი: და აქაცა იმხილნეს და ძლიანად განიქიქნეს პავლესგან ჰურიანი, და წარვიდეს მდრტჳნავნი და გამომეძიებელნი, არამედ თავთა შორის ოდენ თჳსთა აქუნდა გესლი იგი, ხოლო არღარა ჴელ-ეწიფებოდა შფოთის-ყოფად მოციქულისა ზედა, ვითარ-იგი იერუსალემს ყვეს, სადა-იგი მრავალ იყვნეს და კადნიერებაჲ აქუნდა, ვითარცა თჳსსა მამულსა შინა, გარნა აქა მცირე იყვნეს შორის სიმრავლისა ჰრომთაჲსა. და ესოდენ ზარგანჴდილ მახლობელობითა სამეუფოთა საყდართაჲთა, რომელ ვერცა ერთსა რას იკადრებდეს კუალსა მეშფოთეობისასა, რაჲთა არა განისხნენ და უწყალოდ განიპატიჟნენ, ვითარცა მოქმედნი შფოთისა და უწესოებისანი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის