მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 3:13

12. ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს უთხრა: კაცნო ისრაელიტნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით ავადგმევინეთ ფეხი?13. აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა ის აპირებდა გაეთავისუფლებინა იგი.14. მაგრამ თქვენ უარყავით წმიდა, მართალი, და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი მოეცა თქვენთვის.
მოციქულთა საქმეები თავი 3
13. აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა ის აპირებდა გაეთავისუფლებინა იგი.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ღმერთმან აბრაჰამისმან და ისაკისმან და იაკობისმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან ადიდა ძე თჳსი იესუ, რომელი თქუენ მიეცით და უარ-ჰყავთ წინაშე პილატესსა, რომელმან საჯა განტევებაჲ მისი. ხოლო თქუენ წმიდაჲ იგი და მართალი უარ-ჰყავთ, და ითხოვეთ კაცი იგი კაცის-მკვლელი მიმადლებად თქუენდა, ხოლო წინამძღუარი იგი ცხორებისაჲ მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, რომლისა ვართ ჩუენ მოწამე. და სარწმუნოებითა სახელისა მისისაჲთა ამას რომელსა ხედავთ და იცით, განამტკიცა სახელმან მისმან და სარწმუნოებამან მისმან მოსცა მას სიცოცხლე ესე წინაშე თქუენ ყოველთა. (3,13-16).:

თარგმანი: უკადნიერესად ეზრახების ჰურიათა და განუცხადებს თანა-მდებობასა მას ღმრთისმკლველობისა მათისასა. ხოლო ჯერეთ არა სრულიად განუცხადებს მამისა თანა-სწორებასა ძისასა, არამედ პირველად იჭუსა მათსა დაჰჴსნის, რომელ-იგი იტყოდეს ქრისტესთჳს, ვითარმედ წინა-აღმდგომი არს მამისაჲ. ამისთჳს მის მიერ დიდებულად და მოვლინებულად იტყჳს და პირველად პატივ-სცემს მამასა ჩუეულებისაებრ ღმრთად მამათა და მამათმთავართა წოდებითა, რაჲთა, რაჟამს სასწაული იგი მკელობელისა აღდგინებისაჲ ძესა მიაჩემოს, არა უცხო უჩნდეს მათ, არცა აღშფოთნენ, რაჟამს თქუას, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: "ხოლო თქუენ დასაბამი ცხორებისაჲ მოჰკალთ", რამეთუ ესე დიდ და მაღალ ქადაგება იყო უფლად სიკუდილისა და ცხორებისა ქადაგებაჲ ქრისტესი, რომელი მათ ლიტონად კაცად შეერაცხა: ამისთჳს პეტრე ქადაგებს მას ღმრთად და კაცად და ეგრეთღა სიმაღლესა ამათ სიტყუათასა დაჰფარავს მამისა მიერ აღდგინებითა, და თავთა თჳსთა უწოდს მოწამედ აღდგომისა მისისა, ხოლო ჰურიათა — მიმცემელად წმიდისა მის და მართლისა, რაჟამს მისცეს პილატეს, და უვარის-მყოფელად, რაჟამს თქუეს: "არა გჳვის ჩუენ მეუფე, გარნა კეისარი" (<span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის