თარგმანი: უკადნიერესად ეზრახების ჰურიათა და განუცხადებს თანა-მდებობასა მას ღმრთისმკლველობისა მათისასა. ხოლო ჯერეთ არა სრულიად განუცხადებს მამისა თანა-სწორებასა ძისასა, არამედ პირველად იჭუსა მათსა დაჰჴსნის, რომელ-იგი იტყოდეს ქრისტესთჳს, ვითარმედ წინა-აღმდგომი არს მამისაჲ. ამისთჳს მის მიერ დიდებულად და მოვლინებულად იტყჳს და პირველად პატივ-სცემს მამასა ჩუეულებისაებრ ღმრთად მამათა და მამათმთავართა წოდებითა, რაჲთა, რაჟამს სასწაული იგი მკელობელისა აღდგინებისაჲ ძესა მიაჩემოს, არა უცხო უჩნდეს მათ, არცა აღშფოთნენ, რაჟამს თქუას, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: "ხოლო თქუენ დასაბამი ცხორებისაჲ მოჰკალთ", რამეთუ ესე დიდ და მაღალ ქადაგება იყო უფლად სიკუდილისა და ცხორებისა ქადაგებაჲ ქრისტესი, რომელი მათ ლიტონად კაცად შეერაცხა: ამისთჳს პეტრე ქადაგებს მას ღმრთად და კაცად და ეგრეთღა სიმაღლესა ამათ სიტყუათასა დაჰფარავს მამისა მიერ აღდგინებითა, და თავთა თჳსთა უწოდს მოწამედ აღდგომისა მისისა, ხოლო ჰურიათა — მიმცემელად წმიდისა მის და მართლისა, რაჟამს მისცეს პილატეს, და უვარის-მყოფელად, რაჟამს თქუეს: "არა გჳვის ჩუენ მეუფე, გარნა კეისარი" (<span...
მოციქულთა საქმეები 3:16
15. ხოლო სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.16. რაკიღა ირწმუნა მისი სახელი, ეს კაცი, ვისაც ხედავთ და იცნობთ, განამტკიცა მისმა სახელმა; და მისმა რწმენამ ყველა თქვენგანის წინაშე უბოძა სიმრთელე.17. თუმცა აწ ვიცი, ძმანო, რომ უმეცრებით ჩაიდინეთ ეს, ისევე, როგორც თქვენმა მთავრებმა.
მოციქულთა საქმეები თავი 3